სიცხის ეს დამწევი საშუალება ერთმა ნაცნობმა მასწავლა და დღემდე მისი მადლიერი ვარ!
დღეს ბევრი ექიმის ამტკიცებს, რომ გრიპის და სხვა ინფექციების დროს არ არის საჭირო მაღალი ტემპერატურის დაწევა წამლებით, რადგან თურმე, ამით ხელს ვუშლით ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში. ეს, ალბათ, ასეცაა, როცა სიცხე 38 გრადუსამდეა მომატებული, მაგრამ 39 გრადუსი ხომ უკვე ორგანიზმისთვის საშიშია და მისი დაწევა აუცილებელია. თანაც ზოგჯერ სიცხიანობა რამდენიმე დღეს გასტანს ხოლმე, რაც შემაწუხებელია ავადმყოფისთვის და გართულებებს იწვევს. ასეთ დროს აუცილებლად უნდა ვუშველოთ თავს. მეც ვცდილო, ხელი არ შევუშალო საკუთარ იმუნურ სისტემას გარკვეულ დრომდე, მაგრამ როგორც კი ვიგრძნობ, რომ მელევა, მაშინვე ვიწყებ სიცხის დამწევი ნაყენის სმას. ეს რეცეპტი დიდი ხნის წინ მასწავლა ერთმა ნაცნობმა და დღემდე მისი მადლიერი ვარ.
ნაყენის მომზადების წესი:
შეურიეთ ერთმანეთს 2ს/კ ცაცხვის ყვავილი, 2 ს/კ დიდგულას ყვავილი, 1 ს/კ გვირილა, 2,5 ს/კ ტირიფის ქერქი და გამხმარი ჟოლოს ნაყოფი ( ეს ყველაფერი შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ ან თავად მოაგროვოთ გაზაფხულ - შემოდგომაზე). ამ ნარევის 1 ს/კ - ს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი, შეფუთეთ 10 - 15 წუთი.
მიღების წესი:
სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა ცხელი ნაყენი ყოველ საათში ერთხელ. ნაყენის მიღების შემდეგ დაგეწყებათ ოფლდენა და თანდათანობით თავს უკეთ იგრძნობთ. თანაც, ასეთი ჩაი ძალიან გემრიელი და არომატულია, მასში არ არის ქიმიური კომპონენტები, მცენარეული საშუალებები კი ორგანიზმს არაფერს ავნებს. ჩაის აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც ყველანაირ ინფექციის დროს კარგ შედეგს იძლევა.
ექიმის კომენტარი:
მცენარეული ნაყენის თითოეული კომპონენტი მრავალმხრივი სამკურნალო ეფექტით ხასიათდება. მოცემულ შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია ნაყენის ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, სიცხის დამწევი, ოფლმდენი, სპაზმებისა და შეშუპების მომხსნელი ეფექტები. გაცივებისა და მსუბუქად მიმდინარე ინფექციური პათოლოგიების დროს ასეთი მცენარეული საშუალებების გამოყენება მართლაც კარგ შედეგებს იძლევა.