როცა ამ კერძს მიირთმევენ, იტალიელები ამბობენ: „Appetitoso!”
სინამდვილეში ამ კერძს „კროკეტები“ ქვია და ის საფრანგეთში გააკეთეს პირველად. ყველა ნაციონალური სამზარეულო მის თავისებურ რეცეპტს გვთავაზობს.
ჩვენ ამ დესერტის იტალიურ ვერსიას გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
ჩვენ ამ დესერტის იტალიურ ვერსიას გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
- 500 გ ტკბილი ხაჭო (დანამატების გარეშე)
- 10 ს/კ ფქვილი 4 ს/კ შაქარი
- 1 შეკვრა ვანილის შაქარი
- 3 კვერცხი
- 1 ჩ/კ სოდა
- რაფინირებული ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
- ღრმა ჯამში ჩაცერით ფქვილი. დაუმატეთ შაქარი, სოდა და კარგად აურიეთ.
- დაუმატეთ სათითაოდ საბავშვო ტკბილი ხაჭო და სათითაოდ კვერცხი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცომი მზად არის.
- ხაჭოს ბურთები დიდი რაოდენობით ზეთში იწვება. გამოდგება ფრიტიური, მაგრამ თუ არ გაქვთ, გამოიყენეთ ღრმა ტაფა ან ქვაბი. ჩაასხით დაახლოებით 4-5 სმ სიმაღლეზე ზეთი და დადგით მაქსიმალურ ცეცხლზე.
- ახლა მიეცით ბურთულების ფორმა ცომს და ფრთხილად ჩადეთ გახურებულ ზეთში.
- ბურთები მომენტალურად დაიბრაწება, ამობრუნება არ უნდა.
- შემწვარი ბურთები საწურის მიეშვეობით ამოიღეთ და მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე რამდენიმე წუთით, რათა ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.
- სუფრასთან კროკეტები ცხელ-ცხელი მიიტანეთ. ძალიან უხდება არაჟანი. შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრაც.
გემრიელად მიირთვით!