ტორტი მათთვის, ვისაც მედოკი უყვარს, მაგრამ ეზარება ბისკვიტების ცხობა!
„მედოკის“ უმარტივესი რეცეპტი, რომელსაც არ ჭირდება ფირფიტების გამოცხობა. კრემი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი, თქვენი გემოვნებით.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ფქვილი 3,25 ჭიქა
- თაფლი 3-4 ს/კ
- კვერცხი 4 ცალი
- ვანილინი გემოვნებით
- სახამებელი 2 ს/კ
- შაქარი 2 ჭიქა
- სოდა 1 ჩ/კ
- კარაქი 100 გ
- რძე 2 ჭიქა
მომზადების წესი:
- იმისათვის, რომ ბურთები ჰაეროვანი გამოვიდეს, ცომი მოამზადეთ წყლის აბაზანაზე.
- ამისათვის აადუღეთ წყალი და ჩადგით მასში ქვაბი. ქვაბში მოათავსეთ 3 ჩ/კ კარაქი, 1 ჭიქა შაქარი და თაფლი.
- შეუჩერებლად ურიეთ, სანამ ყველაფერი არ გადნება.
- შემდეგ დაუმატეთ სოდა, აურიეთ და გადმოდგით წყლის აბაზანიდან. ცოტა გააგრილეთ და დაუმატეთ 3 ჭიქა ფქვილი და 2 კვერცხი. მოზილეთ ცომი.
- ღუმელის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი და გააკეთეთ ცომისგან პატარა, ნიგვზის ხელა ბურთები. დაალაგეთ ფირფიტაზე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ბურთები გამოცხობისას იმატებს მოცულობაში, ასე რომ, დაიცავით დისტანცია.
- შედგით ფირფიტა 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 5-10 წუთი.
- კრემიც აჯობებს მოამზადოთ წ ყლის აბაზანაზე. ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ 2 კვერცხი, სახამებელი, 3 ს/კ ფქვილი, ვანილი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ 70 გ კარაქი და ათქვიფეთ კრემი.
- მზა და გაცივებულ ბურთებს დაასხით კრემი და აურიეთ.
- გადაიტანეთ ფორმაში და შედგით მთელი ღამით მაცივარში.
- დილით გადმოაბრუნეთ ფორმა, დაასხით ტორტს შოკოლადის მინანქარი ან გამდნარი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით!