არ მისცეთ თქვენს გულს მოდუნების საშუალება! ჯანმრთელობის რეცეპტი ჯუნასგან

არ მისცეთ თქვენს გულს მოდუნების საშუალება! ჯანმრთელობის რეცეპტი ჯუნასგან
ნებისმიერი დაავადება უპატიებელი წყენის შედეგია, მიიჩნევდა მკურნალი და ნათელმხილველი ჯუნა დავითაშვილი. თუ ადამიანი სიბრაზეს და ნეგატივს აგროვებს საკუთარ თავში, გასაკვირიც არ არის, რომ დაავადდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ ფიზიკურ სხეულს, და არანაკლებ მნიშვნელოვანი - თუ რა ხდება სულში. თუ მძიმე პერიოდი გაქვთ, ნერვიულობთ და ჰარმონიის გასაღებს ვერ პოულობთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რეკომენდაციები. ჯუნა ბრძენი ქალი იყო, იგი მუდამ უმეორებდა ახლობლებს” ჩვენი ცხოვრება არის ის, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ მასზე.


როგორ მოვიპოვოთ ჰარმონია

პატიება


თუ ცხოვრებაში პრობლემები გიჩნდებათ, არ აქვს მნიშვნელობა, რა სფეროში - ეს ნიშანია. ე.ი. ვიღაცას უნდა აპატიოთ!
არსებობს ერთი კარგი ხრიკი, რომელიც გააქარწყლებს წყენებს: სცენაზე წარმოიდგინეთ ის ადამიანი, რომელსაც გსურთ აპატიოთ. წარმოიდგინეთ, რომ მის თავს რაღაც კარგი ხდება, ისეთი რამ, რაზეც სულ ოცნებობდა. მიეცით საშუალება წავიდეს სცენიდან და მის ადგილას საკუთარი თავი დააყენეთ. წარმოიდგინეთ, რომ ბედნიერი ხართ და ოცნება აგისრულდათ.
ასეთი პატარა პრაქტიკის ყოველდღიურად გამოყენების შემდეგ 1 თვეში თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება ბევრად. თავის მტვრევა არ მოგიწევთ, თუ როგორ მოიპოვოთ სიმშვიდე.

აქტივობა

ნუ მისცემთ თქვენს გულს ზარმაცობის უფლებას. დღეში 1 საათი მაინც იარეთ ფეხით, ივარჯიშეთ. აქტივობა მნიშვნელოვანია გულის კუნთისთვის, თუ ცხოვრების პასიურ წესს მისდევთ, გამოდის, რომ სიბერეს და ავადმყოფობებს თავადვე იახლოვებთ.

მასაჟი

საკუთარ სხეულთან შეხებით, მისდამი სიყვარულს გამოხატავთ. სახის ყოველდღიური მასაჟი, სახის კუნთების მოდუნება დაგეხმარებათ დაძაბულობის, თავის ტკივილებისა და უძილობის მოშორებაში.

აზრები

მიაქციეთ ყურადღება თქვენს აზრებს. ნუ ფიქრობთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებზე, მოვლენებზე, რომლების გეშინიათ. სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად დაიმორჩილეთ საკუთარი გონება.

პატივისცემა

პატივი ეცით საკუთარ თავს და გახსოვდეთ, რომ არ არსებობს დედამიწაზე მეორე თქვენისთანა ადამიანი. შური და ვინმეს მიბაძვა თვითმკვლელობის ტოლფასია. საკუთარი თავის უპატივცემლობით, სიცოცხლეშივე იკლავთ თავს.

მომავალი

დააფასეთ საკუთარი თავი მომავალში ისევე, როგორც ახლა. ანუ, მნიშვნელოვანია, 1-წამიან სიამოვნებაზე უარის თქმის ცოდნა იმისთვის, რომ მომავალში ბედნიერი იყო. არასოდეს გაწიროთ საკუთარი თავი, იზრუნეთ, რომ სწორად მოიქცეთ.
ეს ნიშნავს, რომ არ დალიოთ ზედმეტი ჭიქა ალკოჰოლი, რათა ხვალ ცუდად არ იგრძნოთ თავი. უარი თქვათ სპონტანური შენაძენისგან, რათა შემდეგ ფული დაგეგმილი რაღაცეებისთვის გეყოთ და ა.შ.

გახსოვდეთ: თქვენი ამჟამინდელი ჯანმრთელობა, წარსულში საკუთარი თავის ღალატის შედეგია. ან პირიქით, თქვენი კეთილი ქმედებებისა, განსაკუთრებით, საკუთარი თავის მიმართ.

სხეულის ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობისთვის, ჯუნა სვამდა ჭარხლის ნაყენს ორგანიზმის გასაწმენდად. კურსი - 2 კვირაა, შემდე 2-კვირიანი შესვენება და კვლავ შეგიძლიათ განაგრძოთ. ეს ნაყენი ასევე სწევს ქოლესტერინისა და შაქრის დონეს სისხლში, წმინდავს ღვიძლს.

ჭარხლის ნაყენი ჯუნას რეცეპტით

ინგრედიენტები


  1. 1 საშუალო ჭარხალი
  2. 1 ლიტრი ადუღებული წყალი
  3. შავი პურის ქერქი


მომზადება


  1. გათალეთ უმი ჭარხალი, დაჭერით მცირე ნაჭრებად. მოათავსეთ 1-ლიტრიან შუშის ქილაში, დაამატეთ პურის ქერქი.
  2. დააყენეთ ჭარხალი დღის განმავლობაში თბილ ადგილას. მოხსენით ქაფი და მოათავსეთ მაცივარში.
  3. მიიღეთ 125 გრ გამწმენდი ნაყენი ჭამამდე დღეში 3-ჯერ.