ფრაზები, რომლებიც აუცილებლად უნდა ვუმეოროთ შვილებს

ფრაზები, რომლებიც აუცილებლად უნდა ვუმეოროთ შვილებს
1. მე მჯერა შენი.
ერთმა ქალბატონმა ამ თემასთან დაკავშირებით გაგვიზიარა საინტერესო ისტორია. ის ყოველთვის ეუბნეოდა თავის სამი წლის შვილს "მე მჯერა შენი" და ერთხელაც, ეს სიტყვები მას ბუმერანგივით მოუბრუნდა.
ერთხელ, ის ძალიან დიდხანს ეზებდა ბინის გასაღებს. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, ქათგამოცლილი, იმედგაცრუებული ლოგინზე დაეცა, უბრალოდ დანებდა, მაგრამ სწორედ ამდროს, მას ყურთან შვილის ჩურჩული გაისმა: "დე მე ვიცი, რომ შენ შეძლებ და იპოვი გასაღებს, მე მჯერა შენი".
ამ სიტყვებმა თითქოს მას მეორე სუნთქვა გაუხსნა. მან გამოაღო თარო - ევრიკა! გასაღები ნაპოვნია.

2. არასდროს დანებდე.
თითოეული კარგი მშოობელი ვალდებულია გაუმეოროს ეს ფრაზა შვილს რაც შეიძლება ბევრჯერ, მაღალი ტონით.
ჩვენ შეგვიძლია მოგიყვანოთ იგივე ქალბატონის მაგალითი, როდესაც, მისი სამი წლის შვილი თავსატეხის ამოხნას ცდილობა, სურათის აწყობის სახით, თუმცა ერთი მონაკვეთი ვერაფრით ააწყო, მაგრამ ბავშვი დაუნებებლად აგრძელებდა, ცდილობდა და თან საკუთარ თავს უმეორებდა: "არასდროს დანებდე, არასდროს დანებდე".
ეს დედის დამსახურებაა. იგი ყოველთვის უმეორებდა შვილს, რომ არასდროს დანებებულიყო, შეიძლება ცხოვრებაში დადგეს მომენტი, რომ რაღაც პრობლემა ვერ გადაჭრას და ამ შემთხვევაში, ის დროებით უნდა გაჩერდეს, დაფიქრდეს, აწონ-დაწონოს გაანალიზოს და შემდეგ კვალვ მიუბრუნდეს ამ პრობლემას.

3. ჩვენ ვსწავლობთ პროცესში.
თქვენმა შვილმა უნდა გაანალიზოს, რომ სირთულეები და შეცდომები აუცილებელი და გარდაუალია. ასწავლეთ მას, რომ ძალიან არ განიცადოს, თუკი ის დამარცხდება და რაღაც არ გამოუვა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ადამიანები შეცდომებზე ვსწავლობთ და სწორედ ასე ვყალიბდებით უფრო და უფრო ძლიერ ადამიანად.

4. ყველა პროფესიონალი, ერთ დროს უბრალოდ მოსწავლე იყო, ისევე როგორც შენ.
ყოველთვის უნდა შტავაგონოთ ჩვენს შვილებს, რომ ნებისმიერი წარმატებული ადამიანი, ერთ დროს არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ მან თავისი მონდომებითა და შრომით მიაღწია იმას, რაზეც ბევრი ოცნებობს.

5. დამარცხება - ეს არ არის არჩევანი.
აუხსენით შვილებს ამ სიტყვების მნიშვნელობა. განუმარტეთ მას, რომ მან უნდა სცადოს მაქსიმუმი, რათა გაიტანოს თავისი და ნებისმიერი სახის გამოცდილება, იქნება ეს კრახი თუ წარმატება, უნდა მიიღოს გაკვეთილად.

6. შენ უნდა ისწავლო თითოეულ სინიაკზე, დაბეჟილობაზე.
თუკი თქვენი შვილი აღმოჩნდა გაუგებრობაში, იჩხუბა ეზოში ბიჭევთან, უბრალოდ ჰკითხეთ, თუ რა ისწავლა მან. ესაუბრეთ მას ამ თემაზე და უთხარით, რომ თითეული ჩვენგანი ვსწავლობთ ჩვენს შეცდომებზე.

7. შენ უსაფრთხოდ ხარ. გარშემო გყავს ხალხი ვისაც უყვარხარ და ვინც ზრუნავს შენზე.
შეგიძლიათ გაიხსენოთ მომენტი, როდესაც იყავით ბავშვი? გახსოვთ ის ზრუნვა და სიყვარული, რომელთაც თქვენი მშობლებიდან გრძნობდით? არაჩვეულებრივი შეგრძნებაა არა?
ყოველთვის აგრძნობინეთ თქვენს შვილს, რომ ძალიან გივყართ ის, რომ მის გვერდში იქნებით ყოველთვის, ნებისმიერი გასაჭირის, ნებისმიერი დაბრკოლების დროს და არასდროს მიატოვებთ მას...