აირჩიეთ კოსმიური ფერია და გაიგეთ, როგორი ტიპის ენერგიას იზიდავთ

აირჩიეთ კოსმიური ფერია და გაიგეთ, როგორი ტიპის ენერგიას იზიდავთ
დღეს fpaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ ტესტს,ს ადაც უნდა აირჩიოთ კოსმიური ფერია, რომელიც ყველაზე ძალიან მოგწონთ. ჩვენ კი მოგითხრობთ თქვენს პიროვნებაზე და იმაზე, თუ როგორი სახეობის ენერგიას იზიდავთ ცხოვრებაში.

1. ვარდისფერი/წითელი ფერია

ძალიან სერიოზული და ენერგიული ადამიანი ხართ, სხვების გრძნობებს სიფრთხილით ეპყრობით. თუმცა, ამის შესახებ შეიძლება ვერც კი ხვდებოდნენ ადამიანები, თუ თქვენთან ძალიან ახლო ურთიერთობაში არ არიან. ძლიერი პიროვნებები გიზიდავთ. მკაცრი გარეგნობის მიღმა ისეთივე რბილი ხართ, როგორც სხვები.

იზიდავთ: ურთიერთობებსა და ინტუიციას

თქვენი ცხოვრება აღსავსეა მომენტებით, როდესაც ადამიანები ხშირად გეკითხებიან რჩევას. და თქვენ ამჯობინებთ, მწარე სიმართლე უთხრათ და არ მოატყუოთ.

2. მწვანე ფერია


ძალიან გიყვართ ბუნება. იქნება ეს პლიაჟი, მთები თუ ადგილობრივი პარკი - ყველგან ტკბებით ბუნების სილამაზით. გადაერთვებით თქვენს ინტროვერტულ მხარეს და პოულობთ სიამოვნებას იმაში, რომ ხმაურისგან შორს ხართ.

იზიდავთ: წინსვლას და მოთმინებას

ახლა თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების პერიოდია. მოვლენებს დინების საშუალება მიეცით და ნუ შეეწინააღმდეგებით მას.

3. იასამნისფერი ფერია


მშვიდი ადამიანი ხართ, რომელსაც ფიქრი უყვარს. თქვენი მეგობრები ფიქრობენ, რომ საკუთარ თავს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ და არა სხვების კეთილდღეობაზე იზრუნოთ გამუდმებით.

იზიდავთ: შესაძლებლობებს და ცოდნას

დადგა დრო, გაიგოთ, რომ ტვინი უნდა გამოიყენოთ. შესაძლებლობა კარზე გიკაკუნებთ და გაუღეთ მას კარი. თუ ცხოვრებაში მიღებულ გაკვეთილებს გაითვალისწინებთ, შეძლებთ იმის ქონას, რაც გსურთ.

4. ლურჯი ფერია

კეთილი და ხანდახან ხმაურიანი ადამიანი ხართ, გიყვართ ავანტიურები, მხიარულება. თქვენს სარკაზმს ხანდახან უსიამოვნებებიც მოაქვს, მაგრამ თანდაყოლილი შარმის წყალობით ახერხებთ თავის დაძვრენას.

იზიდავთ: გამოწვევებს, პრობლემებსა და გაგებას

გიყვართ თავგადასავლები. სადაც სხვები ცხოვრებისეული ქაოსის გამო ღონდებიან, თქვენ ამ ყველაფერს იოლად უმკლავდებით. ცხოვრება ამ პრობლემებს იმიტომ გაძლევთ, რომ მასზე მეტი წარმოდგენა გქონდეთ და უფრო ფართოდ იაზროვნოთ.