სააფთიაქო საშუალება კაპიკებად: სუპერ ეფექტის მქონე საშუალება ყველაზე იაფად

სააფთიაქო საშუალება კაპიკებად: სუპერ ეფექტის მქონე საშუალება ყველაზე იაფად
სილამაზის საფასური მაღალია. ყოველ შემთხვევაში, ამას ირწმუნებიან ათასგვარი ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებლები. ამ კომერციული ხაფანგის თავის დაღწევა შესაძლებელია, მათავარია, იცოდე, როგორ.

დღეს fpaparazzi გაგაცნობთ იაფფასიან სააფთიაქო საშუალებებს, რომლებიც წლების მანძილზეა გამოცდილი და არაფრით არ ჩამოუვარდება თავის ძვირად ღირებულ ანალოგებს.



სააფთიაქო საშუალებები კაპიკებად

წყალბადის პეროქსიდი



ეს ცნობილი ანტისეპტიკი შესანიშნავია სახის კანისთვის. გახსენით იგი წყალთან თანაბარი პროპორციით და გამოიყენეთ როგორც სახის ლოსიონი. წყალბადის პეროქსიდი პიგმენტურ ლაქებსა და კანის სხვა პრობლემებს მოგაცილებთ. ასევე, მას შეუძლია დეოდორანტის შეცვლა. ოფლის გამოყოფაზე არ მოქმედებს, მაგარ უსიამოვნო სუნისგან დაგაზღვევთ.

ე.წ. ”ბოდიაგა”



ბოდიაგას სახის გამწმენდი ეფექტი აქვს, აცილებს ნაოჭებს, ნაწიბურებს, იარებს. მისგან ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
  • 1 ს.კ. სოდა
  • 2 ჩ.კ. წყალბადის პეროქსიდი
  • 1 შეფუთვა ბოდიაგა

გამოყენება:



მომცრო თასში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. მიღებული მასა წაისვით პრობლემურ ადგილებზე 5 წუთით, შემდეგ კარგად დაიბანეთ.

კალენდულას სპირტის ნაყენი



შეუცვლელია მუწუკების მსოაცილებლად. წაისვით პრობლემურ ადგილებზე ბამბით დღეში 3-4-ჯერ. კალენდულის ნაყენი შეაჩერებს მუწუკის მომწიფებას და მოსბობს ბაქტერიებს.

სალიცილის მალამო



უნივერსალური კომპონენტია გამონაყარის წინააღმდეგ. იგი რბილად მოქმედებს, კარგად წმენდს კანის მკვდარ უჯრედებს.

თუთიის მალამო



გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება. შედის უამრავი ძვირად ღირებული საშუალებების შემადგენლობაში და მათგან განსხვავებით, ძალიან იაფი ღირს.