სახის დარიჩინით გაწმენდა: გზა იდეალური კანისკენ!

სახის დარიჩინით გაწმენდა: გზა იდეალური კანისკენ!
დარიჩინის სასარგებლო თვისებებზე ოდითგანვე ცნობილი იყო. მას არამხოლოდ კულინარიასა და მედიცინაში იყენებენ, არამედ, სილამაზის ინდუსტრიაშიც. რატომ უნდა დავხარჯოთ ფული ძვირად ღირებულ საცხებსა და ექსტრაქტებში, თუ არომატული ბიუთი-პროცედურის ჩატარება შინაურ პირობებშია შესაძლებელი? სცადეთ დარიჩინის გამწმენდი ნიღაბი, რომელიც კანის დეფექტებს მოგაცილებთ და მას ჯანსაღ იერსახეს მისცემს. გამოიყენეთ იგი კვირაში ერთხელ და შენიშნავთ, თუ როგორ გარდაისახა უკეთესობისკენ თქვენი პრობლემური კანი!

შემადგენლობა:
  • დარიჩინი
  • თაფლი
  • მუსკატის თხილი

მომზადების წესი:
  • შეურიეთ მუსკატის თხილი, დარიჩინი და თაფლი თანაბარი პროპორციებით.

გამოყენების წესი:
  • წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15-25 წუთით. ნაზად ჩამოიბანეთ, გაითვალისწინეთ, რომ პასტა უხეშია.