1 ბოსტნეული და 15 წუთი - თქვენი სახის კანის სინაზისა და ჯანმრთელობისთვის

1 ბოსტნეული და 15 წუთი - თქვენი სახის კანის სინაზისა და ჯანმრთელობისთვის
პრაქტიკულად, არ არსებობს კერძი, რომელსაც პომიდორი არ უხდება. ამასთან, მას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია, განსაკუთრებით, კანისთვის. ტომატები დაგეხმარებათ ფორების დახშვაში, კანის სიწითლისა და გამონაყარის შემცირებაში, მოგაცილებთ ნაწიბურებს და სხვა დეფექტებს. თუ გსურთ თანხების ეკონომია გასწიოთ და სახის კანი გაიჯანსაღოთ - ეს სტატია თქვენთვისაა. პომიდვრის მარტივი ნიღაბი - ნამდვილი აღმოჩენაა ქალებისთვის!

სამწუხაროდ, ეს ნიღაბი არ მოუხდება ძალიან მგრძნობიარე კანის მფლობელებს და ადამიანებს, ვისაც ალერგია აწუხებს.

ტომატის ნიღაბი

შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დაჭრილი პომიდორი, ასევე ტომატის ფაფა: ეფექტი ერთნაირია. წაისვით ტომატის ნიღაბი სახეზე დაახლოებით 15 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით, გაიმშრალეთ და დაიტენიანეთ საცხით.

ეს ნიღაბი შესანიშნავია პრობლემური კანისთვის: ანთებას აცხრობს მყისიერად! საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ პომიდვრის მჯავიანობა ხელს უწყობს კანის სწორ pH-ბალანსს. ასევე, А, С, Е და В6 ვიტამინები, რომლებითაც პომიდორი მდიდარია, ამაღლებს კანის ტონუსს, ასწორებს ნაოჭებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და კანის ფერს.