ეს ფხვნილი შეიცავს გაცილებით მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე მოცვი, მეტ რკინას, ვიდრე ისპანახი და მეტ ბეტა-კაროტინს, ვიდრე სტაფილო.
მსოფლიომ გასაოცარი მცენარის, სპირულინას შესახებ სულ რამდენიმე წლის წინ შეიტყო. ეს წყალმცენარე წარმოადგენს ცილების, ანტიოქსიდანტების, ფერმენტების, ვიტამინებისა და მინერალების ერთ-ერთ უდიდეს ბუნებრივ წყაროს.
გაგიკვირდებათ, თუმცა სპირულინას მცირეოდენი ფხვნილი შეიცავს 5-ჯერ მეტ საკვებ ნივთიერებას, ვიდრე ხილისა და ბოსტნეულის 5 ულუფა. ამ მცენარის სახელწოდება მისი ნათელი ფერითაა განპირობებული. ბეტა კაროტინი და ქლოროფილი, სპირულინას ძირითადი პიგმენტები, წარმოუდგენლად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.
სპირულინა ხორცის არაჩვეულებრივი ალტერნატივაა, რადგან ის 60%-ით ცილებისგან შედგება. დიეტოლოგებისა და ექიმების მტკიცებით, სპირულინა იმ იშვიათი მცენარეების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ვიტამინ B12-ის საკმაოდ დიდ წყაროს წარმოადგენს.
მეტიც, ეს წყალმცენარე შეიცავს ომეგა 3-ს, ომეგა 6-ს, GLA-ს და DHA-ს (ტვინის მთავარი კომპონენტი). ეს ჯანსაღი ლიპიდები ძალზედ მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის.
სპირულინა შეიცავს:
გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, სპირულინა წარმოადგენს კალიუმის, კალციუმის, ქრომის, სპილენძის, მაგნიუმის, ფოსფორის, გოგირდის, ნატრიუმისა და თუთიის საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს.
სპირულინას მთავარი უპირატესობები ჩვენი ჯანმრთელობისთვის:
გასაოცარია, არა? ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გირჩევთ, გაამდიდროთ კვების რაციონი ჩვენი ორგანიზმისთვის წარმოუდგენლად სასარგებლო ამ წყალმცენარით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

- 3,1%-ით მეტ ბეტა-კაროტინს (A ვიტამინი), ვიდრე სტაფილო;
- 5,5%-ით მეტ რკინას, ვიდრე ისპანახი;
- 600%-ით მეტ ცილას, ვიდრე ტოფუ;
- 280%-ით მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე მოცვი;
- დიდი რაოდენობით ვიტამინ B1-ს (თიამინი), ვიტმაინ B2-ს (ნიკოტინამინი), ვიტმაინ B6-ს (პირიდოქსინი), ვიტამინ B9-ს (ფოლიუმის მჟავა), С, D და E ვიტამინებს.
გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, სპირულინა წარმოადგენს კალიუმის, კალციუმის, ქრომის, სპილენძის, მაგნიუმის, ფოსფორის, გოგირდის, ნატრიუმისა და თუთიის საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს.
სპირულინას მთავარი უპირატესობები ჩვენი ჯანმრთელობისთვის:
- ხსნის ალერგიას;
- ამაღლებს იმუნიტეტს;
- არეგულირებს სისხლის წნევას;
- არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;
- თავიდან გვარიდებს სიმსივნეს;
- აღადგენს მსხვილი ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას;
- ამცირებს კატარაქტისა და მაკულარული დეგენერაციის განვითარების რისკს;
- ფლობს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობულ თვისებებს;
- აძლიერებს რეზისტენტულობას ინსულინის მიმართ;
- თავიდან გვარიდებს ღვიძლის დაზიანებას ქიმიური პრეპარატების მიღების დროს.