მეცნიერები და ექიმები აღიარებენ! 10 სუპერპოდუქტი, რომელსაც ბუნება გვჩუქნის.
იცით, რომ არსებობს უამრავი სუპერპროდუქტი, გარდა კურკუმისა, ბროკოლისა, თაფლისა, ლიმონისა და ჯანჯაფილისა? ჩვენ არაერთხელ მიგვიწოდებია ინფორმაცია ამ პროდუქტების სასარგებლო თვისებების შესახებ ჩვენი მკითხველისთვის, თუმცა სამკურნალო თვისებებით გამორჩეული პროდუქტების სია გაცილებით ფართოა, ვიდრე ჩვენ გვგონია.
დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ ჩვენს პლანეტაზე 10 ყველაზე სასარგებლო ნატურალურ პროდუქტს და ინფორმაციას, თუ რა უპირატესობას ფლობს თითოეული ეს პროდუქტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი ჩამოთვლილი პროდუქტებით, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა და სილამაზე მრავალი წლით. არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას!
დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ ჩვენს პლანეტაზე 10 ყველაზე სასარგებლო ნატურალურ პროდუქტს და ინფორმაციას, თუ რა უპირატესობას ფლობს თითოეული ეს პროდუქტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
- ძვლების ბულინი
მკვლევარების მტკიცებით, ძვლების ნახარშს შეუძლია დაგვეხმაროს სახსრებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში, წყლულოვანი დაავადებების მკურნალობაში და ჯანმრთელბოასთან დაკავშირებული სხვა მრავალი პრობლემის აღმოფხვრაში. იცოდით, რომ ძვლების ბულიონი ღირებული ვიტამინებისა და მინერალების დიდ წყაროს წარმოადგენს? სწორედ ამიტომ, აუცილებლად გაამდიდრეთ თქვენი კვების რაციონი ამ პროდუქტით. - მწვანე ვაშლი
მიირთვით ყოველდღიურად 1 ვაშლი, რათა დაივიწყოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. დიახ, მწვანე ვაშლი ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რაც მისი საკვები ღირებულებითაა განპირობებული. მწვანე ვაშლი შეიცავს გაცილები დიდი რაოდენობით უჯრედისს, ვიტამინებს, მინერალებსა და ანტიოქსიდანტებს, ვიდრე წითელი ვაშლი. - წყალმცენარეები
წყალმცენარეები წარმაოდგენს ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟვების საკმაოდ დიდ წყაროს. ამ ნივთიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკისრება ჩვენი გულისა და თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის. ზღვის წყალმცენარეები მდიდარია მაგნიუმით, კალციუმით, იოდითა და თუთიით. თითოეული ეს მინერალი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. - საკვები საფუარი
ეს პროდუქტი მდიდარია უჯრედისით, ცილებითა და ვიტამინ B12-ით. შეაზავეთ საკვები საფუვრით სალათები, სასმელები და კოქტეილები, რათა გადაჭრათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა. - შავი ნიორი
უამრავ ადამიანს შავი ნივრის არსებობის შესახებ არც კი სმენია. ეს პროდუქტი წარმოუდგენლად დიდი პოპულარობით ჩინელებს შორის სარგებლობს და ის მრავალი საუკუნეა გამოიყენება ხალხურ მედიცინაში უამრავი სერიოზული დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად და მათ თავიდან ასარიდებლად. ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად სასარგებლოა უბრალო ნიორი ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ უბრალო ნივრის სამკურნალოდ ეფექტი არა მხოლოდ შენარჩუნებულია შავ ნიორში, არამედ რამდენჯერმეა გაძლიერებული. გასაოცარია, არა? - ალოე ვერა
გარდა კუჭის გაღიზიანების მკურნალობისა და კანის დაბერების პროცესის შენელებისა, ალოე ვერა ფლობს უამრავ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ეს მცენარე რამდენჯერმე გვიუმჯობესებს ჯანმრთელობას, გვიძლიერებს იმუნურ სისტემას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, ამარცხებს სოკოვან ინფექციებს, აუმჯობესებს მსხვილი ნაწლავის მიკროფლორას და ა.შ. - ხურტკმელი
მიუხედავად იმისა, რომ ხურტკმელი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, ის ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რომელიც გამდიდრებულია ანტიოქსიდანტებით. ეს პროდუქტი გვეხმარება კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში, გვიუმჯობესებს მხედველობას, გვიძლიერებს ძვლოვან სისტემას და ა.შ. - კანაფის თესლი
მრავალრიცხვოვანი კვლევების შედეგად დამკტიცდა, რომ კანაფის თესლი შეიცავს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით სასარგებლო ანტიოქსიდანტებს. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ეს თესლი წარმოადგენს ცილების უფრო დიდ წყაროს, ვიდრე ხორცი. დაუჯერებლად ჟღერს, არა? კანაფის თესლი საერთდ არ შეიცავს ქოლესტერინს, რაც მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დადებით მხარეს წარმოადგენს. - კაკაოს მარცვლები
კიდევ ერთი ნატურალური სუპერპროდუქტი, რომელიც წარმოადგენს ანტიოქსიდანტების დიდ წყაროს და გვეხმარება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის გადაჭრაში, მათ შორის სტრესის გამკლავებაშიც კი. გაამდიდრეთ თქვენი კვების რაციონი შავი შოკოლადით, რომელშიც კაკაოს შემცველობა აღემატება 70 პროცენტს. - მატჩას მწვანე ჩაი
თქვენ უკვე იცით, რომ მწვანე ჩაი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც ბუნება გვთავაზობს. ეს პროდუქტი ფლობს უამრავ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ექსპერტების მტკიცებით, მატჩას 1 ფინჯანი ჩაი შეიცავს 10-ჯერ უფრო დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს, ვიდრე უბრალო მწვანე ჩაი. გასაოცარია, არა?
აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი ჩამოთვლილი პროდუქტებით, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა და სილამაზე მრავალი წლით. არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას!