თავის ტკივილის უებარი საშუალება!

თავის ტკივილის უებარი საშუალება!
როცა გადაიღლებით და თავი აგტკივდებათ, ნუ იჩქარებთ ტკივილგამაყუჩებელი წამლების დალევას, შეგიძლიათ ტკივილი ლიმონის გამოყენებით გაიყუჩოთ. ამისათვის ქერქს კარგად გააცაილეთ შიდა თეთრი კანი და მიიდეთ საფეთქელზე, ტენიანი მხრიდან. მალე კანზე, ქერქის ქვეშ, გაგიჩნდებათ წითელი ლაქა, რომელიც ოდნავ გახურდება და ქავილს დაგაწყებინებთ. თავის ტკივილი უცებ გაივლის.


ასევე გთავაზობთ კიდევ ეცხენის წაბლის ნაყენს:

მომზადების და გამოყენების წესი:
კანიანად დაჭრილ 50 გრ ცხენის წაბლს დაასხით 0,5 ლ არაყი და 2 კვირა დადგით ბნელ ადგილას. 30-40 წვეთი ნაყენი დაამატეთ დამტკბარ წყალს და დალიეთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, დღეში 2-3-ჯერ. წაბლის ნაყენი შველის თავის ტკივილს, ჰიპერტონიას, თრომბოფლებიტს, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას, რევმატიზმს, პროსტატის ადენომას, სტენოკარდიას.

ექიმის კომენტარი:

ლიმონის რბილობი, ძირითადად წყლისა და ლიმონმჟავისგან შედგება, აგრეთევე, შეიცავს შაქარს, ასკორბინის მჟავას ( C ვიტამინს ), A, B, D ვიტამინებს, პექტინურ ნივთიერებებს, ალუმინისა და სპილენძის მარილებს. ქერქი კი მდიდარია ეთეროვანი ზეთით.
ლიმონი გამოიყენება ჰიპოვიტამინოზის დროს. ლიმონის წვენი ნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა, მინერალური ცვლის დარღვევის, შარდ- კენჭოვანი დაავადების, ნიკრისის ქარის, რევმატიზმის და სხვა დაავადებათა დროს.ოგო ეფექტიანია ანგინისა და ფარინგიტის დროს. კოსმეტიკური მიზნით ლიმონი გამოიყენება ჭორფლისა და კანის პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. რაც შეეხება მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტს, იგი ხალხურ მედიცინაში გვხვდება და მისი ეფექტიანობა ეფუძნება ეთეროვანი ზეთის ბიოლოგიურ აქტიურობას.
ცხენი წაბლის ნაყოფი უამრავ ბიოაქტიურ ქიმურ ნივთიერებას შეიცავს,განსაკუთრებით ეფექტიანია წაბლის წპირტიანი ნაყენი. წაბლის ექსტრაქტში შემავალი ესცინი მკაფიო ვენოტროპული ეფექტით ხასიათდება- აცხრობს ანთებასა სა შეშუპებას ვენების დაავადებების დროს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი