ამ მარტივი საშუალებებით შეგიძლიათ გაიყუჩოთ თავის ტკივილი!

ამ მარტივი საშუალებებით შეგიძლიათ გაიყუჩოთ თავის ტკივილი!
თუ თავის ტკივილები გაწუხებთ, ჩვენ გასწავლით როგორ უნდა უმკურნალოთ ამ პრობლემას ხალხური საშუალებებით, ისინი ნამდვილად მოგგვრით შვებას. ეს ინგრედიენტები კი ალბათ ყველას გეგულებათ სახლში.

ლიმონი. თავის ტკივილის დროს კარგია საფეთქლებზე ლიმონის ქერქის დაფენა ( ლიმონის შიდა მხრიდან ). რამდენიმე ხნის შემდეგ დანაფენ ადგილზე კანი წითლდება, ხოლო თავის ტკივილი კი ქრება. ლიმონი კარგია გაცივების დროს თავის ტკივილისას ლიმონის რბილი ნაწილების დაფენა შუბლზე და საფეთქლებზე. თუ ავადმყოფს ტემპერატურაც აქვს, მაშინ გახეხილი ლიმონი და კანი უნდა შევათბოთ.

დარიჩინი. ჩ/კ 1/8 ნაწილს დავასხათ ერთი ს/კ ცხელი აუდუღარი წყალი. დავაყოვნოთ ნახევარ საათს. მივიღოთ ორი ყლუპი ერთი საათის შემდეგ. ძლიერი თავისტკივილის დროს ამზადებენ დარიჩინის უფრო კონცეტრირებულ ნაყენს. ამასთან გაიკეთეთ თავზე დარიჩინის საფენები. თუ თქვენ არ მოგწონთ და გაღიზიანებთ დარიჩინის სუნი, დაამატეთ ნაყენს ვარდის, პიტნის და ლავანდის ზეთი.
თუ დარიჩინის სუნი მოგწონთ და დარიჩინიც ბევრი გაქვთ, მაშინ შეიზილეთ იგი კარაქს და დაიფინეთ ეს კრემი შუბლზე, საფეთქლებზე. წინასწარ თბილი წყლით დაიბანეთ შუბლი, საფეთქლები და ფორები კრემის უფრო ძლიერი ჩაზელვისათვის.

ასკილი. ასკილის კომპოტი იშვიათი საშუალებაა თავის ტკივილის დროს. რადგან იგი ამცირებს შიდა ქალის წნევას. ასკილის კომპოტი მზადდება ასე:
ვიღებთ ასკილის ნაყოფს ერთ ჭიქას, ვასხამთ მას ერთ ლიტრ ადუღებულ წყალს. ვამატებთ შაქარს. ვაყოვნებთ ნახევარ საათს და მივიღებთ განუსაზღვრელი რაოდენობით. განსაკუთრებით სასარგებლოა ნახარშის მიღება ღამით, რამდენადაც იგი იწვევს ძლიერ ღრმა ძილს.