ხელსაქმის მოყვარულმა დიასახლისმა ფუნჯი და სახამებელი მოიმარჯვა. ულამაზესი სააღდგომო კვერცხები რამდენიმე წუთში.
აღდგომა ყველასთვის საყვარელი დღესასწაულია. მას ყოველი ქრისტიანი დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით ელოდება. ამ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი სააღდგომო კვერცხია, რომელიც დროსთან ერთად უფრო თანამედროვე სახეს იღებს. დღეს აღარავინ ერიდება მის სხვადასხვა ფერებში შეღებვას, მოხატვას და თუ მასზე ლამაზი წარწერების გაკეთებას. დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ კვერცხის მოხატვის დღემდე უცნობ ხელოვნებას. თქვენ თითოეულ მეგობარს სასიამოვნოდ გააოცებთ!
როგორ გავალამაზოთ სააღდგომო კვერცხი?
მოგეხსენებათ სინთეტიური საღებავები კვერცხს ულამაზეს ტონებში ღებავს. ნებისმიერ სტუმარს მოსწონს ლამაზი სუფრა, მაგრამ საკვებს ვიზუალთან ერთად გემოც შესაბამისი უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, უმჯობესი იქნება ქიმიური საღებავები დაივიწყოთ. გამოიყენეთ კვერცხის ცილა ან სახამებელი სააღდგომო კვერცხების შესახებად.
თქვენ დაგჭირდებათ:
მოხატვის ტექნიკა:
ამ შემთხვევაში კვერცის ცილას ჩვენ წებოს სახით ვიყენებთ, რომელიც საიმედოდ ამაგრებს გამოჭრილ ორნამენტს კვერცხის ნაჭუჭზე. კვერცხის ცილის ნაცვლად, ორნამენტის საიმედოდ დასამაგრებლად შეგიძლიათ სახამებლის გამოყენებაც. 0,5 ჩაის კოვზი სახამებელი გახსენით 2 სუფრის კოვზ ცივ წყალში და მღებული ნარევი მუდმივი მორევის პირობებში ჩაასხით ნახევარ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში. წებო მზად არის! იგივე პრინციპით შეგიძლიათ დააფიქსიროთ ულამაზესი ორნამენტები სააღდგომო კვერცხზე.

- მოხარშული კვერცხი;
- ცილა;
- მოხატული ხელსახოცები;
- კბილის ჩხირი;
- პატარა მაკრატელი;
- ფუნჯი.
მოხატვის ტექნიკა:
- გამოჭერით სასურველი ორნამენტი ქაღალდის ხელსახოცისგან.
- ჩანგლის გამოყენებით მოურიეთ კვერცხის ცილას, თუმცა არ ათქვიფოთ იგი.
- ფუნჯის დახმარებით წაუსვით ცილა თხელ ფენად კვერცხის ნაჭუჭზე. ფრთხილად დაამაგრეთ ზემოდან ფრანგმენტი და კვლავ გადაუსვით ცილის ფენა. მოათავსეთ კვერცხი კბილის ჩხირებზე, რათა ის საიმედოდ იყოს დაფიქსირებული და არ იმოძრაოს. მოითმინეთ იქამდე, სანამ ცილა და ორნამენტი ბოლომდე არ შეაშრება კვერცხს. გაშრობის შემდეგ კვლავ გადაუსვით ცილის ერთი ფენა ფუნჯის გამოყენებით.
- გამზადებული კვერცხი ორ კბილის საჩიჩქნზე დადეთ და ზემოდან ცილის კიდევ ერთი ფენა დაადეთ, შემდეგ კი გაშრობას დაელოდეთ.