ყველაზე ორიგინალური იდეა სააღდგომო კვერცხის შესაღებად. გააოცეთ მეგობრები!

ყველაზე ორიგინალური იდეა სააღდგომო კვერცხის შესაღებად. გააოცეთ მეგობრები!
რთულია იპოვნო ისეთი ადამიანი, რომელიც ამ გენიალური იდეის მიმართ გულგრილი დარჩება! სააღდგომო კვერცხის ენდროთი შეღებვა ჩვენთვის ნამდვილ ტრადიციად იქცა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ გსურთ არასტანდარტული, ორიგინალური სააღდგომო კვერცხის მომზადება და მეგობრების გაოცება, ამაზე უკეთეს რეცეპტს ვერსად ნახავთ!

საკვები საღებავები, რომელთა დახმარებით კვერცხის ლამაზად შეღებვაა შესაძლებელი, აბსოლიტურად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გააკეთეთ არჩევანი მაღალი ხარისხის საღებავებზე და შეუდექით სამზარეულოში ნამდვილი შედევრების შექმნას!

ინგრედიენტები:
  • კარგად მოხარშული კვერცხი;
  • სხვადასხვა ფერის საკვები საღებავები;
  • მდუღარე წყალი;
  • სუნელები და საწებელი მოხარშული კვერცხისთვის;

მომზადება:

1. აიღეთ 3/4 ჭიქა მდუღარე წყალი და ჩააწვეთეთ მასში 1 წვეთი საკვები საღებავი. გაიმეორეთ ეს პროცედურა თითოეული ფერისთვის.

2. გაჭერით მოხარშული კვერცხი შუაზე. განაცალკევეთ ცილა და გული ერთმანეთისგან.

3. მოათავსეთ შუაზე გაჭრილი კვერცხის ცილები სხვადასხვა ფერის საღებავიან წყალში და დაელოდეთ 30 წუთი.

4. ამოიღეთ ღიად შეფერილი კვერცხის ცილები წყლიდან, გაავლეთ ცივ წყალში და განათავსეთ ხელსახოცზე გასაშრობად. თითოეულ ნახევარში მოათავსეთ მაიონეზში, მდოგვში ან არაჟანში შერეული კვერცხის გული.

ორიგინალური სააღდგომო კვერცხის მომზადების პროცესი შეგიძლიათ იხილოთ დეტალურად შემდეგ ვიდეოში:



იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგეწონათ ეს იდეა, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს!