მან ფოლგა, დოქი და საფუარის ცომი აიღო. სააღდგომო სუფრაზე კვერცხები ასე ჯერ არავის მოურთმევია!
სააღდგომო კალათა დიდი ხანია, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი გახდა. მას რთავენ, ყიდულობენ მისთვის ლამაზ ხელსახოცებს, ასეთი ნაწარმი შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრაზე დადგათ, ან ახლობლებს აჩუქოთ. ასეთი კალათა განსაკუთრებით ბავშვებს ანიჭებს სიხარულს. კალათა მყარი რომ გამოვიდეს, მას საფუარის ცომისგან აცხობენ. გთავაზობთ დაწვრილებით რეცეპტს.
სააღდგომო კალათა ცომისგან
ინგრედიენტები
მომზადება
სააღდგომო კალათა მზადაა! სურვილისამებრ, შეგიძლიათ მორთოთ ლენტებით, ყვავილებით და მოათავსოთ მასში პასკა.
სააღდგომო კალათა ცომისგან
ინგრედიენტები
- 450 გრ ფქვილი
- 270 მლ წყალი
- 2 კვერცხი
- 2 ჩ.კ. მცენარეული ზეთი
- 1 ჩ.კ. საფუარის ფხვნილი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 1 ჩ.კ. მარილი
მომზადება
- ჩაასხით თასში ოდნავ გამთბარი წყალი, გახსენით შაქარი და მარილი.
- დაამატეთ 1 კვერცხი, ზეთი და საფუართან შერეული ფქვილი.
- კარგად მოზილეთ ცომი.
- დააფარეთ თასს ცელოფანი ან ხელსახოცი და დადგით თბილ ადგილას. ცომი 3-4-ჯერ უნდა გაიზარდოს, ამას 30-40 წუთი დასჭირდება.
- სამუშაო ადგილს მოაყარეთ ფქვილი, დადეთ მზა ცომი და მიეცით ძეხვის ფორმა. დაყავით 4 ნაწილად. ორი გადადეთ, დარჩენილი ორისგან დაახლოებით 5 მმ სისქის სწორკუთხედი პლასტი გააბრტყელეთ. დაჭერით ცომი 1 სმ ზოლებად.
- აიღეთ მომცრო ცეცხლგამძლე თასი - ეს იქნება თქვენი ფორმა. დააფარეთ ფოლგა. მოათავსეთ მზა ზოლები მთელ ზედაპირზე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
- აიღეთ დარჩენილი ნახევარი ცომი. გააბრტყელეთ იმავე ზომის პლასტი და კვლავ დაჭერით ზოლებად. მიაწანით ჰორიზონტალურად ზოლები თასზე უკვე მოთავსებულ ზოლებს. იმ ადგილას, სადაც ვერტიკალური ზოლები ჯვარედინდება, იქმნება ცომის სქელი ფენა. მიაჭირეთ ჭიქით, კალათის ფსკერის დასაფორმირებლად.
- მოაჭერით ზედმეტი ცომი.
- გააცხელეთ აირღუმელი 180 გრადუსამდე.
- დააფარეთ კალათას ხელსახოცი და დადგით 15 წუთით. ოდნავ ათქვიფეთ კვერცხი და ფუნჯის მეშვეობით წაუსვით ზედაპირზე.
- მოათავსეთ კალათა აირღუმელში და გამოაცხვეთ. ამას დაახლოებით 25 წთ დასჭირდება.
- გამოიღეთ კალათა და ფრთხილად მოაცილეთ თასს.
- სახელურისა და ფსკერის შესაქმნელად, კვლავ შემოახვიეთ თასს ფოლგა. დარჩენილი ცომი ფააბრტყელეთ, დაჭერით 9 ზოლად. შექმენით 3 ნაწნავი და მოათავსეთ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
- წაუსვით კვერცხი და გამოაცხვეთ.
- როდესაც გამომცხვარი ცომი გაცივდება, მიამაგრეთ ერთმანეთს კბილის ჩხირებით.
სააღდგომო კალათა მზადაა! სურვილისამებრ, შეგიძლიათ მორთოთ ლენტებით, ყვავილებით და მოათავსოთ მასში პასკა.