პასტა სოუსითა და ბადრიჯნებით- გემრიელი კერძი არა მარტო მარხვის დღეებისთვის
არაფერია იმაზე გემრიელი იტალიაში, ვიდრე პასტა. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ნამდვილი პასტის მომზადების სწრაფ და მარტივ რეცეპტს.
მომზადების დრო- 30 წთ, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 269 კკ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
მომზადების დრო- 30 წთ, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 269 კკ.
საჭირო მასალა:
- გამხმარი ბაზილიკი
- ნიორი- 1 კბილი
- ზეითუნის ზეთი-2 ს.კ
- პასტა- 250გ
- ტომატი- 100გ
- ბადრიჯანი- 200გ
მომზადების წესი:
- წყალი აადუღეთ, ჩაამატეთ მარილი და მოხარშეთ პასტა.
- სანამ გამზადდება, მოამზადეთ სოუსი.
- ზეითუნის ზეთი გაახურეთ ტაფაზე და მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. შემდეგ გადაიტანეთ ცალკე ჯამში და იმავე ცხიმში მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ბარიჯანიც, სანამ ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ დაუმატეთ ტომატი და თუშეთ 5 წუთით. ამის შემდეგ დაამატეთ ბაზიკილი, აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. გააჩერეთ 1-2 წუთით და აურიეთ პასტა.