მსუბუქი და გემრიელი ხაჭოს რულეტი

მსუბუქი და გემრიელი ხაჭოს რულეტი
fpaparazzi სასარგებლო და გემრიელი დესერტის რეცეპტს წარმოგიდგენთ!

საჭირო მასალა:
  • უცხიმო ხაჭო 200 გ
  • ქოქოსის ფანტელი 20 გ
  • კურაგა 20 გ
  • შავი ქლიავის ჩირი 30 გ


მომზადების წესი:

1. ჩირს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ დაჭერით პატარა, მოგრძო ნაჭრებად.
2. საკვების შესაფუთ ცელოფანზე მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი, ზემოდან მოასწორეთ ხაჭო.
3. ხაჭოზე დაალაგეთ დაჭრილი ჩირი, გადაახვიეთ ცელოფნის მეშვეობით და მოათვსეთ მაცივარში 15 წუთით.
4. შემდეგ დაჭერით რულეტი თანაბარ ნაჭრებად.

გემრიელად მიირთვით!