პეპერონატა- მარტივი და სასარგებლო სამარხვო სალათა

პეპერონატა- მარტივი და სასარგებლო სამარხვო სალათა
იმისათვის, რომ ეს სალათა გემრიელთან ერთად ლამაზიც გამოვიდეს, სასურველია სხვადასხვა ფერის ბულგარული გამოიყენოთ. კერძს მომზადების შემდეგ დარჩენილი არომატული ზეთი კი შეგიძლიათ სხვა კერძების მოსამზადებლად გამოიყენოთ.
მომზადების დრო- 1 საათი, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- ადვილი, სამზარეულო- იტალიური, კალორიულობა- 97 კკ-ია.

საჭირო მასალა:

  • წითელი ბულგარული წიწაკა
  • ზეითუნის ზეთი- 0,5 ჭიქა
  • 100გ თეთრი ყურძენი
  • 100გ შავი ყურძენი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. წიწაკა გარეცხეთ, გაჭერით შუაზე და მოაშორეთ თესლი. შემდეგ კი დაჭერით 0,5 სმ დიამეტრის რგოლებად.
  2. ყურძნის მარცვლები გაჭერით შუაზე და მოაშორეთ კურკები.
  3. ტაფაზე გაახურეთ ცხიმი.
  4. წიწაკები ჩააწყვეთ ღრმა ჯამში და დაასხით ადუღებული ცხიმი, დააფარეთ თავსახური, ზემოდან დაადეთ სიმძიმე და გააჩერეთ თბილ ადგილას 1 საათის განმავლობაში.
  5. შემდეგ ცხიმი გადაწურეთ და ბულგარულს დაუმატეთ ყურძნის მარცვლები და მარილი. აურიეთ და გადაიტანეთ სასალათეზე.
გემრიელად მიირთვით.