სკლეროზი ხალხური რეცეპტებით დავამარცხე! სცადეთ თქვენც!
მოხუცებულობაში ის იქნება ჯანმრთელი, ვინც სწორად არის გაზრდილი, ვინც არ ეწეოდა, არ ლოთობდა, ფიზკულტურასა და სპორტს მისდევდა, სხეულს იკაჟებდა. უმოძრაობა დაუშვებელია, რადგან იგი ადუნებს მოხუცის ორგანიზმს.
რომელი დაავადებები ამოკლებს ადამიანის სიცოცხლეს და ვნებს ჯანმრთელობას მოხუცებულობის ასაკში?
სასარგებლო არც ერთი ავადმყოფობა არ არის არც ახალგაზრდისთვის და არც ხანშიშესული ადამიანისთვის. დღეგრძელია ის, ვინც ახალგაზრდობიდან არ ავადმყოფობს.
სიბერეში უფრო თავს იჩენს ისეთი ავადმყოფობა, როგორიცაა: სკლეროზი და სხვა.
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს ხალხური მედიცინიდან, რომელიც შეგიმსუბუქებთ ან გაგიქრობთ ზემოთ ხსენებულ დაავადებას.
სკლეროზის სამკურნალო რეცეპტები:

- აიღეთ 25 გრ ჩაი, 20 გრ მაყვლის ფოთოლი, 10 გრ კუნელი, 20 გრ შავბალახა, 15 გრ ბერულა, 15 გრ ფითრი. კარგად აურიეთ, დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 - 30 წუთს ნელ ცეცხლზე. გაწურეთ, მიიღეთ ჩაის სახით 3 - 4 ჭიქა ყოველდღე, დიდი ხნის განმავლობაში.
- 2 - 3 კბილი ნიორი მიიღეთ საკვებში მთელი დღის განმავლობაში.
- აიღეთ 60 გრ სალბი, 800 გრ არაყი, 400 გრ წყალი და დადგით მზეზე 40 დღე, დახურულ შუშის ჭურჭელში. შემდგომ გაწურეთ, მიიღეთ 1 სუფრის კოვზი გაზავებული 1 სუფრის კოვზ წყალთან ერთად დილით, უზმოზე. ნაყენი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
- ჩინელების აზრით კოჭა ამაგრებს მახსოვრობას, ის შემოდის აფთიაქებში გამხმარი, დაქუცმაცებული ძირების სახით. მიიღება ერთხელ დღეში.
- შეურიეთ ერთმანეთს: 10 გრ ბარამბო, 10 გრ ბარისპირა, 40 გრ კუნელის ნაყოფი და ყვავილი, 10 გრ დედოფლისთითა და 30 გრ მარწყვის ფოთოლი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1/2 ჩაის ჭიქა ქაფქაფა, მდუღარე წყალი, 10 წუთის შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ როგორც ჩაი, თაფლით ან შაქრით.