ამ ხალხური საშუალებებით საგრძნობლად შეიმსუბუქებთ მდგომარეობას კლიმაქტერულ პერიოდში!

ამ ხალხური საშუალებებით საგრძნობლად შეიმსუბუქებთ მდგომარეობას კლიმაქტერულ პერიოდში!
რა არის ადამიანზე დამოკიდებული, რით შეუძლია მას გაიხანგრძლივოს სიცოცხლე? - ეს არის სწორი კვება ( არც ზედმეტი საკვების მიღება და არც შიმშილი ). ხანში შესულებს მეტი ბოსტნეული და ხილი სჭირდებათ. ნაკლები ხორცი და ცხიმი, სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება მეტხანს ყოფნა, ნაკლები ემოციები, მღელვარება და განცდები, მეტი სიხარული და, რაც მთავარია, გონებრივი და ფიზიკური შრომა, ოღონდ გადაღლის გარეშე. ასეთ ასაკში ყველაზე ხშირად თავს იჩენს ისეთი დაავადება როგორიც კლიმაქსია. გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს ხალხური მედიცინიდან, რომელიც შეგიმსუბუქებთ კლიმაქტერულ პერიოდს.

კლიმაქსის სამკურნალოდ:
  • აიღეთ 3 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ ემალის ქვაბში, დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. 15 წუთის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ჭიქა მთელი დღის განმავლობაში.

  • 5 გრ დაქუცმაცებულ კატაბალახას ძირებს დაასხით 250 გრ წყალი. გააჩერეთ 2 საათს. შემდეგ ოდნავ წამოადუღეთ, გააცივეთ, გაწურეთ მიიღეთ 100 მლ. დილით და საღამოს, ძილის წინ ( შეიძლება თაფლთან ). უებარი საშუალებაა კლიმაქტერული ნევროზების, შაკიკის, უძილობის, შეწითლების დროს.

  • კლიმაქტერული სისხლდენის დროს მიიღეთ ჭინჭრის ექსტრაქტი 30 - 40 წვეთი, 3 - 4 - ჯერ დღეში.

  • აიღეთ 40 გრ, დაქუცმაცებული წიწმატურა. დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წუთი, გააცივეთ, გაწურეთ და მიღებული სითხე ცოტა ხნით დადგით თბილ ადგილას. მიიღეთ 0,5 ჭიქა 3 - ჯერ დღეში.

  • ავსტრალიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შემწვარი პომიდორი არა მარტო გემრიელი საჭმელია, არამედ შესანიშნავი წამალიცაა სიბერის წინააღმდეგ. მათ დაადგინეს, რომ პომიდვრის გაცხელების შემდეგ, როდესაც მას ზეთი ემატება ანტიოქსიდანტური ნივთიერება"ლიკოპენი", ეხმარება თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც ჟანგვის თანმდევი პროდუქტები, ანუ სიბერის გამომწვევი ნივთიერებებია.

სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი