როგორ მოვამზადოთ არომატული და ფუმფულა ვანილის ფუნთუშები სახლში

როგორ მოვამზადოთ არომატული და ფუმფულა ვანილის ფუნთუშები სახლში
მსგავსი ფუნთუშების გემო კარგად ახსოვთ ჩვენს მშობლებს, რადგან ისინი ძალიან ჰაეროვანი, არომატული და გემრიელი იყო. ვანილის ფუნთუშების გამოცხობა არც ისე რთული საქმეა. მეტიც, მის გამოცხობას, ახალბედა დიასახლისებიც იოლად შეძლებენ.

საჭირო მასალა:

  • მშრალი საფუარი 8გ
  • რძე 250მლ
  • კარაქი 100გ
  • შაქარი 4 ს/კ
  • მარილი 1 მწიკვი
  • ფქვილი 600 გ
  • 5 კვერცხის გული
  • ვანილი 10 გ
  • ნაღები 2 ს/კ


მომზადების წესი:

1. რძე შეათბეთ, გახსენით საფუარი, დაუმატეთ 2ს.კ შაქარი, 2 ს.კ ფქვილი. კარგად აურიეთ და გააჩერეთ 15 წუთით თბილ ადგილას
2. დაუმატეთ რძეს დარჩენილი შაქარი, მარილი, 4 კვერცხის გული, დარბილებული კარაქი და ვანილი.
3. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ფაფუკი ცომი და დადგით თბილ ადგილას ამოსაფუებლად.
4. მას შემდეგ რაც ცომი ამოვა, ხელით მიეცით ფუნთუშების ფორმა და დააწყვეთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე.
5. წაუსვით თავზე ათქვეფილი კვერცხის გული
6. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე დაა ცხვეთ ფუნთუშები 20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!