ბანანი კლიარში- უგემრიელესი დესერტი
მომზადების დრო- 15 წთ, მომზადების სირთულე- მარტივი
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 2-3 ბანანი
- 1-2 ჩ.კ შაქრის პუდრა
- გაზირებული მინერალური წყალი
- 100 გ ბრინჯის ფქვილი
- 1-2 ს.კ მიწისთხილის კარაქი
მომზადების წესი:
- ბრინჯის ფქვილისა და მინერალური წყლისგან გააკეთეთ კლიარი (მასა უნდა იყოს არაჟნის კონსისტენციის).
- მიწისთხილის კარაქი გაადნეთ და დაუმატეთ კლიარს.
- ბანანი გაჭერით შუაზე, ამოვალეთ კლიარში და შეწვით ორივე მხრიდან სანამ ოქროსფერი არ გახდება.
- ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.