ვაშლის, ლეღვისა და შავი ქლიავის უგემრიელესი კომპოტი

ვაშლის, ლეღვისა და შავი ქლიავის უგემრიელესი კომპოტი
გაგისინჯავთ ხილის ჩირისგან მომზადებული კომპოტი? ის ძალიან სასარგებლოა, დახვეწილი გემო აქვს და რაც მთავარია, შაქრის გარეშე მზადდება. სიტკბოსთვის სურვილისამებრ შეგიძლიათ თაფლი დაუმატოთ. ასევე უხდება დარიჩინი და პიტნა.
მომზადების დრო- 1 საათი, მომზადების სირთულე- ადვილი

საჭირო მასალა:

  • 6 ცალი ლეღვის ჩირი
  • 6 ცალი შავიქლიავის ჩირი
  • 200 გ ვაშლის ჩირი

მომზადების წესი:

  1. ყველანაირი ჩირი კარგად გარეცხეთ და ცოტა ხანს დაასხით მდუღარე წყალი და 1 წუთის შემდეგ გადაღვარეთ.
  2. ვაშლი გადაიტანეთ ქვაბში და დაასხით 1.5 ლ წყალი. დადგით ქვაბი მაღარლ ცეცხზლე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ კი გადმოდგით ცეცხლიდან.
  3. დაუმატეთ ლეღვისა და შავი ქლიავის ჩირი. დაახხურეთ თავსახური და გააჩერეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით.