როგორ გავუმკლავდეთ მწვავე ნევროზს და მისგან გამოწვეულ გონების დაბინდვას.
ვარ 20 წლის. 3 წელია საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი - ჩემს თავს ვატყობ, რომ მაქვს მწვავე ნევროზი. ბოლო ერთი წელია, თითქოს გონება დამებინდა, ლექსიებსაც ძნელად ვითვისებ, ზოგჯერ ელემენტარული რამეც კი მავიწყდება. იქნებ არსებობს რამე მცენარეული საშუალება მეხსიერების გასაუმჯობესებლად?
ექიმის კომენტარი:
თქვენ მიერ აღწერილი ნიშნები დეპრესიული მდგომარეობის კლასიკურ სურათს ჰგავს. მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება სწორედ დეორესიის ნიშნები გახლავთ და ადეკვატური მკურნალობის შენდეგ ყველაფერი უკვალოდ გაივლის. ასე რომ, საშიში არაფერია, მაგრამ სასურველი იქნება ნევროლოგიის კონსულტაცია.
მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ მცენარეულ პრეპარატებს იყენებენ ხოლმე. ასეთებია: ნევროსტიმი, ალორა, ბარამბო და სხვები. ეფექტიანია კრაზანას ნაყენი და კრაზანას ექსტრაქტზე დამზადებული პრეპარატები. მკურნალობის დროს სასურველია თქვენთვის დღემდე არსებული ფასეულობების ფსიქოლოგიური გადაფასება მოახდინოთ, რათა თავი დააღწიოთ ყოველდღიურ კონფლიქტურ სიტუაციებს. თუ ამას მარტო ვერ შეძლებთ, მაშინ ფსიქოლოგის დახმარება დაგჭირდებათ.
გირჩევთ ყოველდღიურად მიირთვათ თაფლი, ნიგოზი, მიიღეთ ვიტამინები, მინერალები, განსაკუთრებით ეფექტიანია ნევროზის დროს B ჯგუფის ვიტამინები, ე.წ. "B კომპლექსი".