სოკოს სამკურნალო ძველი, სწრაფი და ეფექტური მეთოდი, რომელიც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი
თავადაც არ ვიცი, სად შემეყარა სოკოვანი ინფექცია. კიდევ კარგი, მეგობარმა დროზე მასწავლა მისგან თავის დახსნის საშუალება, თორემ ალბათ მეც გავიზიარებდი ყველა იმ უსიამოვნებას, რომელიც ამ ინფექციას ახლავს თან. ზაფხულში სოკოთი ინფიცირების ალბათობა იზრდება, ამიტომ გასწავლით, როგორ დაიცვათ მისგან თავი:
დაგჭირდებათ:
მომზადების წესი:
წვრილად დაჭერით 1-2 თავი ნიორი, ჩაყარეთ მოზრდილ ჭურჭელში, ნელ - ნელა დაამატეთ 3/4 ჩაის ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი და დადგით მზეზე 10 დღის განმავლობაში. მოურიეთ დღეში 2-3-ჯერ. მეთერთმეტე დღეს გაფილტრეთ, დაამატეთ 2-3 წვეთი ევკალიპტის ზეთი ან გლიცერინი, გადაასხით მინის მუქ ბოთლში, კარგად დაახურეთ თავზე და 1 თვით შედგით მაცივარში. ერთი თვის შემდეგ წამალი მზად არის და შეგიძლიათ, სოკოთი დაზიანებულ ადგილებზე წაისვათ.
თუ წამალი არ გაქვთ, მაგრამ ინფექციის ნიშნებს უკვე ამჩნევთ, შეგიძლიათ, დაზიანებულ ადგილას ლიმონის წვენი ან ნივრისა და ნაღების კარაქის ნარევი (თანაფარდობით 1:1) წაისვათ.
ფრჩიხილის სოკოს ასე უმკურნალებთ:
კარგად დაიბანეთ ხელ - ფეხი თბილი წყლით (ხშირად სოკო ხელებზეც არის მოდებული). აიღეთ ბაღის (წიწვოვანი ხეების) ფისი, გააბრტყელეთ დაზიანებული ფრჩხილის ოდენად, დაიდეთ ზედ და დოლბანდით გადაიხვიეთ. დაოტოვეთ 1-2 დღე.
თუ დაავადება ხანდაზმულია, ფეხები კარგად დაიბანეთ და ყველაფერი თავიდან გაიმეორეთ. პროცედურა უმტკივნეულოა. სოკო ქრება, ხოლო ფრჩხილი ჯანმრთელი და სუფთა რჩება.
დაგჭირდებათ:
- 1-2 თავი ნიორი
- 3/4 ზეითუნის ზეთი
- ევკალიპტის ზეთი