გაიუფერულეთ ჭორფლი შესანიშნავი ხალხური რეცეპტებით!

გაიუფერულეთ ჭორფლი შესანიშნავი ხალხური რეცეპტებით!
მაქვს ჭორფლი მთელ სხეულზე. გაზაფხულსა და განსაკუთრებით ზაფხულში კიდევ უფრო მიმწვავდება ეს პრობლემა. ძალიან მიყვარს ზღვაზე დასვენება, მაგრამ მზეზე ჭორფლი კიდევ უფრო მემატება. გთხოვთ მირჩიოთ რამე.


ექიმის კომენტარი:
სამწუხაროდ ჭორფლისგან სრული განკურნება შეუძლებელია, პროფილაქტიკის მიზნით მზეზე გასვლის წინ მზისგან დამცავი კრემი უნდა წაისვათ - ეს შეაფერხებს ახალი წინწკლების წარმოქმნას. უკვე არსებულ ჭორფლთან საბრძოლველად კი, გირჩევთ დღის განმავლობაში სხვადასხვა ნატურალური საშუალელები შეიზილოთ სახის კანში. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

  • 1 ჩ/კ ხახვის წვენს შეურიეთ 0,5 ჭიქა მჟავე რძე;

  • 1 ჩ/კ ხახვის წვენს შეურიეთ 0,5 ჩ/კ ნებისმიერი ოდეკოლონი და 0,5 ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი;

  • აიღეთ თითო ჩ/კ ხახვისა და კიტრის წვენი და შეურიეთ 1 ჭიქა ცივ ანადუღარ წყალს;

  • შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ლიმონის წვენი, შავი მოცხარის წვენი, კალანდულას ფოთლების წვენი და ნუშის რძე;

  • 1 ჩ/კ სტაფილოს წვენს დაუმატეთ 3 - 4 წვეთი ლიმონის წვენი.

სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი შეკითხვა ექიმს