რომელი პრეპარატების გამოყენებას გირჩევთ ექიმი, თუ დაბალწნევიანი ხართ.

რომელი პრეპარატების გამოყენებას გირჩევთ ექიმი, თუ დაბალწნევიანი ხართ.
აფთიაქში ჰიპერტონიის სამკურნალო უამრავი პრეპარატი იყიდება. მე კი დაბალწნევიანი ვარ და მაწუხებს ძლიერი სისუსტე. მითხრეს, რომ ასეთ დროს კარგია ჟენშენის ან ელეუტეროკოკის ნაყენი. კიდევ რა პრეპარატები შეიძლება გამოვიყენოთ დაბალი წნევისას?

ექიმის კომენტარი:
ვიდრე პრეპარატებზე ვისაუბრებდეთ, უნდა გითხრათ, რომ საჭიროა გაირკვეს, რა იწვევს ჰიპოტონიას ( დაბალ წნევას ). ხშირად ადამიანს დაქვეითებული აქვს ჰემოგლობინი და ამის გამო გრძნობს მუდმივ სისუსტეს, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ანემიის მკურნალობა.

თუ ადამიანს აქვს ჰიპოტონიური ტიპის ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, მისთვის კარგი იქნება კორდიამინის წვეთები. პრეპარატი უნდა მიიღოთ 10 - 15 წვეთი სამჯერ დღეში ( განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა ატმოსფერული წნევის ცვალებადობაა მოსალოდნელი ). მატონიზებელი ეფექტი აქვს ჩვეულებრივ შავ ჩაისაც, მხოლოდ მაგარ ნაყენს. მისი რეგულარული გამოყენებით შესაძლოა წამლის აუცილებლობასაც დააღწიოთ თავი.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი შეკითხვა ექიმს