ცხარე და არომატული, ტრადიციული რეცეპტით მომზადებული აჯიკა

ცხარე და არომატული, ტრადიციული რეცეპტით მომზადებული აჯიკა
მომზადების დრო- 30წთ, მომზადების სირთულე-საშუალო

საჭირო მასალა:

  • 500 გ წითელი წიწაკა
  • 100გ ნიგოზი
  • 2თავი ნიორი
  • 2ს.კ ხმელი სუნელი
  • 200გ მარილი
  • 1ს.კ ხმელი ქინძის მარცვლები

მომზადების წესი:

  1. წიწაკა გარეცხეთ, გაჭერით შუაში, მოაცილეთ ყუნძი და მარცვლები. დააწყვეთ მზიან ადგილას 3-4 საათით. შემდეგ კი დაჭერით ძალიან წვრილად და დანაყეთ ხმელი ქინძის მარცვლებთან და ხმელ სუნელთან ერთად.
  2. ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპში ნიორთან ერთად. დაუმატეთ მარილი და დანაყილი წიწაკა.
  3. მიღებული მასა მოათავსეთ ქილაში და შეინახეთ თავდახურულ მდომარეობაში.


გემრიელად მიირთვით.