უმკურნალეთ სიმელოტეს 40 დღეში, ხალხური ეფექტური რეცეპტით!

უმკურნალეთ სიმელოტეს 40 დღეში, ხალხური ეფექტური რეცეპტით!
გამელოტება ცივილიზებულ ადამანთა ხვედრია. იშვიათად შეხვდებით მელოტებს იმ ადამიანთა შორის, ვინც ნატურალური საკვებით იკვებება და ცხოვრობს სუფთა ჰაერზე. არის მოსაზრება, თითქოს სიმელოტე გონებრივი ენერგიის მაჩვენებელია. ეს სწორი არ არის. მელოტ ადამაინებს ხშირად მჯდომარე ცხოვრების წესი აქვთ ნერვულნი არიან და დარღვეული აქვთ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქცია. თანამედროვე ცხოვრების დაძაბულობა და სტრესები ხელს უწყობს სიმელოტის განვითარებას.

ინგრედიენტები:
  • ასკილის ტოტების წანაზარდების - 100 გრ
  • ჭინჭრის ფოთლები - 50 გრ
  • არაყი - 0,6 ლ
  • დანაყილი ნიორი - 1 თავი

მომზადების და გამოყენების წესი:
ასკილის ტოტებს წავაჭრათ წანაზარდები. 100 გრ წანაზარდს დავუმატოთ 50 გრ ჭინჭრის ახალი დაქუცმაცებული ფოთლები და 0,6 ლ არაყი, დავაყენოთ ბნელ ადგილას 1 თვით, პერიოდულად შევანჯღრიოთ, შემდეგ დავუმატოთ 1 თავი დანაყილი ნიორი და ისევ დავაყენოთ 2 კვირით, გავწუროთ, დღეგამოშვებით შევიზილოთ გამელოტებული ადგილები ამ ნაყენით, 3 წთ - ის განმავლობაში, დილას და საღამოს. შუალედებში დავიბანოთ თავი ჭინჭრის ნაყენით. მკურნალობის კურსი 40 დღეა, შესვენება - 2 კვირა, სასურველია ასეთი კურსი ჩატარდეს 3 – 4 - ჯერ წელიწადში.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი