არასდროს გააკეთოთ ეს 5 რამ ჭამის შემდეგ. გამოცდილი ექიმები და დიეტოლოგები გვირჩევენ...

არასდროს გააკეთოთ ეს 5 რამ ჭამის შემდეგ. გამოცდილი ექიმები და დიეტოლოგები გვირჩევენ...
ჭამის შემდეგ ყოველთვის გვინდება წამოწოლა და კარგად დასვენება, თუმცა ამის გაკეთება არ არის რეკომენდირებული. სინამდვილეში, არსებობს საკმაოდ დიდი სია იმისა, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება საკვების მიღებიდან მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა არ მივაყენოთ ზიანი საკუთარ ჯანმრთელობას და არ მოვიმატოთ წონა. ალბათ თქვენ ბევრჯერ გაგიგიათ, რომ ჭამის შემდეგ წყლის მირთმევა არ არის რეკომენდირებული, რაც ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს. გაინტერესებთ, რატომ? მაშინ განაგრძეთ სტატიის კითხვა.

რისი გაკეთება არ შეიძლება ჭამიდან მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში?
  1. მოწევა
    რა თქმა უნდა, მოწევა არასდროს და არავითარ შემთხვევაში არის კარგი, თუმცა ჭამის შემდეგ ეს მავნე ჩვევა გაცილებით საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ჩვეულებისამებრ. მოწევის შედეგად საგრძნობლად მცირდება ჟანგბადის დონე სისხლში, რასაც სისხლძარღვების სპაზმებამდე მივყავართ. ყოველივე ამის შედეგად ირღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირება, რაც საზიანოა მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის.



  2. ძილი
    ძალიან სასიამოვნოა საკვების მიღების შემდეგ წამოწოლა და კარგად გამოძინება, არა? სავსე კუჭით დაძინების დროს ჩვენი ორგანიზმი ვერ ახერხებს სრულფასოვნად დასვენებას და ძალების აღდგენას, რადგან ამ დროს ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი განაგრძობს ინტენსიურად მუშაობას. გარდა ამისა, მეცნიერების მტკიცებით, ინსულტის განვითარების რისკი ძალიან მაღალია იმ ადამიანებში, რომელთაც დაძინებამდე ჭამა ძალიან უყვართ, რაც მრავალი სამეცნიერო კვლევითაა დამტკიცებული.



  3. შხაპი
    ჭამიდან მომდევნო 1 საათის განმავლობაში კატეგორიულად აკრძალულია ცხელი შხაპის მიღება, რადგან ამ დროს ძლიერდება სისხლის მიმოქცევა ზედა და ქვედა კიდურებში, ხოლო კუჭში - ფერხდება. ყოველივე ამის შედეგად ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი და თავს იჩენს ტკივილის უსიამოვნო განცდა კუჭის არეში.


  4. წყლის მიღება
    არ არის რეკომენდირებული წყლის მირთმევა უშუალოდ ჭამის პროცესში და ჭამიდან მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა არ გავანეიტრალოთ კუჭის წვენი და არ შევუშალოთ ხელი საჭმლის მონელებისა და ფერმენტების შეწოვის პროცესს. წყალი შეგიძლიათ მიირთვათ საკვების მიღებიდან 40 წუთის შემდეგ.

  5. ხილის მირთმევა
    ჭამიდან მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში არასდროს მიირთვათ ხილი, რათა არ დაირღვეს საჭმლის მონელების პროცესი. დიეტოლოგების რჩევით, ხილის მიღება სასარგებლოა ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის გასვლის შემდეგ.


ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფრომაციის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვის!