ყურადღება! არასდროს გააკეთოთ ეს 5 რამ ჭამის შემდეგ! აი რატომ...

ყურადღება! არასდროს გააკეთოთ ეს 5 რამ ჭამის შემდეგ! აი რატომ...
ჭამის შემდეგ უამრავ ადამიანს ტრადიციად აქვს ქცეული კომფორტულად ლოგინზე წამოწოლა და საყვარელი ფილმის ყურება, რაც ძალზედ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობას ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს და ისინი საკუთარ ორგანიზმს გაუთვითცნობიერებლად ნელ-ნელა, ეტაპობრივად ანადგურებენ.

5 რამ, რაც არსდროს არ უნდა გააკეთოთ ჭამის შემდეგ:

მოწევა
თითოეულმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ მოწევა საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად ამისა, ადამიანების უმრავლესობა არ ამბობს უარს ამ მავნე ჩვევაზე.

ძალზედ მნიშვნელოვანია ჭამის შემდეგ მოითმინოთ რამდენიმე საათი და მხოლოდ ამის შემდეგ მოწიოთ სიგარეტი. ნიკოტინი, რომელიც ჭარბადაა სიგარეტში, ამცირებს ჟანგბადის დონეს ჩვენს ორგანიზმში, რის შედეგადაც ფერხდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა. ყოველივე აქედან გამომდინარე ჩვენს ორგანიზმში შეიწოვება ჭარბი რაოდენობით კანცეროგენები.

კვლევების თანახმად, 1 ღერი სიგარეტი ჭამის შემდეგ გვაყენებს იმავე ზიანს, რასაც 10 ღერი სიგარეტი უზმოზე. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ჭამის შემდეგ დაუყონებლივ სიგარეტის მოწევით ფილტვების სიმსივნისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკი რამდენჯერმე იზრდება.

ხილის მირთმევა
ხილის მიღება უმჯობესია ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე, მშიერ კუჭზე, რადგან ხილის გადასამუშავებლად საჭიროა სხვადასხვა ფერმენტები.

გარდა ამისა, შაქარს, რომელიც ჭარბადაა ხილის უამრავ სახეობაში, ესაჭიროება დიდი დრო გადასამუშავებლად. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ორგანიზმი შთანთქავს (შეიწოვს) გაცილებით მეტ საკვებ ნივთიერებებსა და ბოჭკოებს, როდესაც ხილს მშიერ კუჭზე მივირთმევთ.

ჭამის შემდეგ ხილის მირთმევამ შეიძლება განაპირობოს გულძმარვა და კუჭის გაღიზიანება.

ძილი
თუ თქვენ ჭამის შემდეგ დასაძინებლად დაწვებით, დისკომფორტი, მუცლის შებერილობა და ძილის დარღვევა გარანტირებულია! რატომ? ასეთ შემთხვევაში ჩვენი კუჭი განაგრძობს ინტენსიურად მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში, რაც საზიანოა მისთვის.

იანინის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა ჩაატარეს სპეციალური კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით. დადგინა, რომ ადამიანებში, რომლებიც დასაძინებლად სავსე კუჭით წვებიან, ინსულტის განვითარების რისკი რამდენჯერმე იზრდება.

სწორედ ამიტომ, არავითარ შემთხვევაში მიირთვათ საკვები დაძინებამდე 2 ან 3 საათით ადრე.

შხაპი
ჭამის შემდეგ შხაპის მიღების შედეგად იზრდება სისხლის მიმოქცევა ზედა და ქვედა კიდურებში, ხოლო კუჭში - მცირდება. ყოველივე ამის შედეგად ირღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება, რამაც მუცლის ძლიერ ტკივილებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ჩაის მირთმევა
არასდროს მიირთვათ ჩაი პირდაპირ ჭამის შემდეგ. უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ეს სასმელი შეიცავს ტანინის მჟავებს, რომლებიც შედის კონტაქტში საკვებში არსებულ რკინასთან და ცილებთან.

მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ ჭამის შემდეგ ჩაის მირთმევის შედეგად რკინის აბსორბაცია 87%-ით მცირდება, ხოლო რკინის დეფიციტს ანემიამდე და სხვა სერიოზულ პრობლემებამდე მივყავართ.

გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!