როგორ გავწმინდოთ გაზქურა
გაზქურა ყველაზე რთულად მოსავლელი ნივთია სამზარეულოში. მისი დასუფთავება სისტემატურად გვიწევს, რაც დროსა და საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. გაზქურის გისოსების წმენდა ყველაზე რთული პროცესია.
FPaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ გაზქურისა და გისოსების გაწმენდის ყველაზე მარტივ ხერხს.
გაზქურის გაწმენდა
თქვენ დაგჭირდებათ ნიშადურის სპირტი და პოლიეთილენის პარკი შესაკრავით.
სპირტის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ ნატურალური საშუალებები, რომლებზეც მოგვიანებით მოგიყვებით.
- მოათავსეთ პარკში გისოსი, სპრეის ბოთლის დახმარებით დაასხურეთ ნიშადურის სპირტი
- დატოვეთ მთელი ღამით.
- დილით ამოიღეთ გისოსი პარკიდან, გაწნინდეთ იგი ღრუბელის გამოყენებით და გადაავლეთ წყალი.
ნიშადურის სპირტის გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტები როგორიცაა სოდა და ძმარი, აგრეთვე ძმარი და ნიშადურის სპირტისაგან შეგიძლიან დაამზადოთ ნაზავი (1:1) ნებისმიერი ზედაპირის გასაწმენდად. გამოიყენეთ სპრეის ბოთლი!
თუ არ გინდათ ახლად გაწმენდილი გაზქურა დააცხიმიანოთ დააფარეთ მის ზედაპირზე ფოლგა.
გამოიყენეთ ფოლგა ყოველთვის როცა გაზქურის ძედაპირის დაბინძურება გარდაუვალია!
გაუზიარეთ მეგობრებს ეს ინფორმაცია!