მოგაბეზრათ თავი გაზქურაზე მიმწვარმა ცხიმის ლაქებმა? ეს ხრიკი ყველაფერს შეცვლის!

მოგაბეზრათ თავი გაზქურაზე მიმწვარმა ცხიმის ლაქებმა? ეს ხრიკი ყველაფერს შეცვლის!
როგორ გავაპრიალოთ გაზქურა ცხიმის რთული ლაქებისგან და დავუბრუნოთ მას პირვანდელი ბზინვარება? ეს კითხვა თითქმის ყველა დიასახლისს აწუხებს. დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, თუ როგორ გაუმკლავდეთ ერთი შეხედვით ამ რთულ საყოფაცხოვრებლო პრობლემას სწრაფად და მარტივად.

როგორ გავწმინდოთ გაზქურა
  1. საკვები სოდა - თითოეული დიასახლისის საუკეთესო დამხმარე, როდესაც საუბარი საყოფაცხოვრებლო პრობლემებზე მიდის. დაასხით გაზქურას მცირეოდენი წყალი და მოაყარეთ მას ზემოდან საკმარისი რაოდენობით სოდა. 15 წუთის შემდეგ გააპრიალეთ ზედაპირი უბრალო ღრუბლის გამოყენებით. ამ მეთოდის დახმარებით თქვენ მარტივად მოაშორებთ გაზქურიდან უსიამოვნო ლაქებს, თანაც თავიდან აირიდებთ ნაკაწრების გაჩენას.

  2. ცხიმის ლაქებს ეფექტურად უმკლავდება ლიმონის წვენი. გამოწურეთ წვენი მთლიანი ლიმონისგან და მოასხით ის გაზქურის დაზიანებულ ზედაპირზე. 5 წუთის შემდეგ დაამუშავეთ ზედაპირი ლიმონის ცედრით. რამდენიმე წუთში გაწმინდეთ გაზქურა უბრალო ღრუბლის გამოყენებით. ის სისუფთავისგან იბრწყინებს.

  3. გაზქურის ბადის გაწმენდა - საკმაოდ რთული დავალება თითოეული დიასახლისისთვის. პირველ რიგში, აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რა მატერიალისგანაა დამზადებული ეს ნივთი. თუჯის ბადისთვის პირვანდელი იერსახის დასაბრუნებლად შეუშვირეთ ის ღია ცეცხლს და მოითმინეთ რამდენიმე წუთი. რკინის ბადე შეგიძლიათ გააპრიალოთ ჭურჭლის სარეცხი სითხის გამოყენებით. რაც შეეხება ემალის ბადეს, ის სისუფთავისგან იბრწყინებს, თუ ზედაპირს საკვები სოდის ხსნარით დაამუშავებთ, ხოლო შემდეგ ცხელ წყალში გაავლებთ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, ისინი მადლიერები დარჩებიან.