მჭადი - განსხვავებული რეცეპტით

მჭადი - განსხვავებული რეცეპტით
fpaparazzi ყველასათვის საყვარელი, მჭადის ოდნავ განსხვავებულ რეცეპტს გთავაზობთ. სცადეთ, აუცილებლად მოგეწონებათ.

საჭირო მასალა:

  • სიმინდის ფქვილი წმინდად დაფქული 2 ჭიქა
  • ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • შაქარი 0,5 ჩ/კ
  • კარაქი 2 ს/კ
  • რძე 0,5 ჭიქა


მომზადების წესი:

  1. ფქვილი ჩაყარეთ ჯამში. რძე აურიეთ 0,5 ჭიქა წყალში, შეათბეთ ცეცხლზე და ჩაასხით ფქვილიან ჯამში.
  2. დაუმატეთ დარბილებული კარაქი, 0,5 ჩ/კ შაქარი და მწიკვი მარილი.
  3. მოზილეთ ოდნავ სველი ცომი.
  4. სველი ხელებით გააკეთეთ პატარა ზომის მჭადები.
  5. გაახურეთ ტაფაზე ზეთი და შეწვით მჭადები ორივე მხრიდან 4-4 წუთის განმავლობაში.
  6. შემდეგ გადაიტანეთ ქაღლდის ხელსახოცზე და მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი.
  7. მიირთვით ცხელ-ცხელი.