განსხვავებული წესით მომზადებული ბადრიჯნის რეცეპტი

განსხვავებული წესით მომზადებული ბადრიჯნის რეცეპტი
fpaparazzi გთავაზობთ ყველასათვის საყვარელი ნიგვზიანი ბადრიჯნის ოდნავ განსხვავებულ რეცეპტს და გირჩევთ, აუცილებლად სცადოთ... ძალიან მოგეწონებათ!
საჭირო მასალა:
  • ბადრიჯანი
  • ოხრახუში
  • სტაფილო
  • წითელი ცხარე წიწაკა
  • ნიორი
  • მწიკვი შაქარი
  • მარილი გემოვნებით
  • ძმარი
  • ზეთი

მომზადება:
  1. გარეცხეთ ბადრიჯანი, მოაჭერით კიდეები და მოწალეთ ადუღებულ წყალში, სანამ არ დარბილდება.
  2. გადმოიღეთ საწურზე და გააჩერეთ, სანამ კარგად არ დაიწურება.
  3. სტაფილო გახეხეთ მსხვილად, დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, დაჭყლეტილი ნიორი და აურიეთ.
  4. ზეთი და ძმარი აურიეთ ერთმანეთში პროპორციებით 1:1, დაუმატეთ შაქარი და მარილი.
  5. გაჭერით ბადრიჯანი შუაზე, ერთ ნაწილს წაუსვით ნივრიანი სტაფილოს მასა და დააფარეთ მეორე ნაწილი.
  6. მოათვსეთ ასე ფარშირებული ბადრიჯნები ქვაბში, მოაყარეთ ცხარე წიწაკა, მოასხით ზეთისა და მძრის ნაზავი, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ ერთი დღე მაცივარში.
  7. მეორე დღეს მიირთვით გემრიელად!