თაფლის უებარი რეცეპტები გინეკოლოგიური დაავადებების და ბუასილის სამკურნალოდ.
იმის გამო, რომ თაფლი ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების წყაროა, შეიცავს ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, ორგანული მჟავების, ფერმენტების, მიკროელემენტების, ბაქტერიასაწინააღმდეგო ნივთიერებების, ბიოგენური სტიმულატორების უნიკალური ნაკრებს, მას შეიძლება გასაოცარი ბუნებრივი წამალი ეწოდოს, რომელიც განუმეორებელ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. დაფიქრებულხართ კი იმაზე, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ პროდუქტს? რა დაავადებებისგან შეიძლება განიკურნოთ ან თავიდან აიცილოთ ისინი, თუ გეცოდინებათ თაფლის სწორად გამოყენება? ალბათ თაფლის სასარგებლო თვისებებსა და საინტერესო ფაქტებზე მის შესახებ ბევრი რამ არც გსმენიათ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თაფლის მოხმარებით თქვენს ორგანიზმს აჯანსაღებთ და აახალგაზრდავებთ. თაფლის ყოველდღიურ მოხმარებას ყველა პროდუქტზე მეტი სარგებლობა მოაქვს.
ბუასილის და პროსტატიტს სამკურნალოდ:
გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ:
ბუასილის და პროსტატიტს სამკურნალოდ:
- ანწლის 6 - 8 ცალ ფოთოლს, 15 გრ სალბს, 2 ჩ/კ თაფლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ თერმოსში 6 სთ. მიიღეთ დღეში 1/2 ჭიქა 4 კვირის განმავლობაში.
- 1 ს/კ თაფლი შეურიეთ 1 ს/კ ჭარხლის წვენს. დაასველეთ შიგ მარლის ნაჭერი და დაიდეთ საფენის სახით. აუცილებელია დღეში 2 -3-ჯერ დღეში.
- პროცედურა ჩაიტარეთ გამწმენდი ოყნის შემდეგ. დაწექით, უკანა ტანში შეიყვანეთ 100 მლ თბილ წყალზე (40 გრადუსი ) გაკეთებული თაფლის 20 % - იანი ხსნარი, დუნდულები მოუჭირეთ, რომ თაფლი შეიწოვოს, იწექით 5 წთ, შემდეგ ნაწლავები გაიწმინდეთ.
გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ:
- მჯდომარე აბაზანისთვის ამზადებენ ანადუღარ წყალზე თაფლის 30% - იან ხსნარს. წყლის ტემპერატურა 30 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ყოველდღიური აბაზნის ხანგრძლივობა 20 წუთია, მკურნალობის კურსი 20 დღეა.
- საშოში შეიტანეთ 15 -20 გრ თაფლში გაჟღენთილი ბამბის ან მარლის ტამპონი და გაიჩერეთ 3 - 5 სთ. ანთებითი პროცესების მკურნალობის კურსი 20 დღეა.