იმუნიტეტის გამამაგრებელი წამალი, რომელიც უმკლავდება გაცივებას, გრიპს, დაღლილობას, ნერვულ დაძაბულობას.

იმუნიტეტის გამამაგრებელი წამალი, რომელიც უმკლავდება  გაცივებას, გრიპს, დაღლილობას, ნერვულ დაძაბულობას.
თაფლი რომ უნიკალური პროდუქტია ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ სასარგებლო თვისებები ყველაზე მეტად სწორედ ახალ თაფლს აქვს, ამიტომ უმჯობესია, დრო არ დავკარგოთ და მოვამზადოთ წამლები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გამოგვადგება.
მინდა შემოგთავაზოთ იმუნიტეტის გამამაგრებელი წამალი , რომელიც უმკლავდება გაცივებას, გრიპს, დაღლილობას, ნერვულ გადაძაბვას.

დაგვჭრიდება:
  • 1,5 ჩ/ჭ ახალი თაფლი
  • 1,5 ჩ/ჭ ქიშმიში
  • 2 ლიმონი
  • 1 ჩ/ჭ ნიგოზი
  • ნახევარი ჭ ნუშის გული

მომზადების და გამოყენების წესი:
გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი და კურკებგამოცლილი ლიმონი. შეურიეთ წვრილად დაჭრილი ნუშის გული, ქიშმიში და დაასხით 1,5 ჩ/ჭ ახალი თაფლი. დადგით 3 - 5 დღე ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. მიიღეთ 1 - 2 ს/კ დღეში ერთხელ ჭამამდე ერთი საათით ადრე.
ასეთი უებარი წამლით ვიტარებ პროფილაქტიკურ კურსს ზაფხულის მიწურულს, მეორე კურსს კი -- ზამთარში. თუ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ერთი კურსი გაზაფხულზეც ჩაიტაროთ. თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ, ამ რეცეპტით მომზადებული წამალი ყველასთვის სასარგებლოა. წამლის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში, მაგრამ არ გირჩევთ მზა ნარევის ხანგრძლივად შენახვას, რადგან თაფლის კონსერვანტული თვისებების მიუხედავად, აქტიური ნივთიერებები მაინც თანდათან კარგავს სასარგებლო თვისებებს.

ექიმის კომენტარი:
მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტში ყველა კომპონენტი ვიტამინებით, ცილებით, მინერალებითა და სამკურნალო ეფექტის მქონე ბიოაქტიური ნივთიერებებითაა მდიდარი, ამიტომ, რაღა თქმა უნდა, მიღებული ნარევიც საუკეთესო იქნება ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების გასააქტიურებლად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ზოგადად, ორგანიზმის გასაჯანსაღებლად.
ნარევის მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც სანაღვლე გზებისა და კუჭ - ნაწლავის მწვავე დაავადება აქვს, აგრეთვე მათთვის, ვისაც ალერგია აღენიშნება თაფლსა და თაფლის პროდუქტებზე.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი