გემრიელი და ნოყიერი აფხაზურა

აფხაზურა - ცნობილი აფხაზური კერძია, რომელიც ხორცით მზადდება. fpaparazzi გთავაზობთ აფხაზურას საუკეთესო რეცეპტს.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 1 კგ საქონლის ხორცი
- 400 გ ხახვი
- 125 გ კოწახური
- 2 ჩ/კ ზაფრანა
- 1 კგ ღორის ბადე ქონი
- 300 გ მუცლის ქონი
- 25 გ ხმელი ქინძი
- 1 კგ ღორის ხორცი
- 3,5 ჩ/კ მარილი
- 15 გ წითელი ცხარე წიწაკა
- 25 გ უცხო-სუნელი
- 75 გ დაჭყლეტილი ნიორი
მომზადების წესი:
- საქონლის და ღორის ხორცი, ასევე მუცლის ქონი და ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ მიღებულ ფარშს წიწაკა, უცხო-სუნელი, ხმელი ქონდარი, ნიორი, ზაფრანა, კოწახური და მარილი გემოვნებით.
- ბადე ქონი გარეცხეთ კარგად, გააჩერეთ 2 საათი გამდინარე წყალში, შემდეგ გადაიტანეთ საწურზე და გააშრეთ.
- მუცლის ქონი გახსენით და ბასრი დანით დაჭერით კვადრატებად (15/15 სმ-ზე).
- ფარში კარგად მოზილეთ, დაისველეთ ხელები წყალში და გააკეთეთ 150 გ-ს ბურთები, გაახვიეთ ბადეში და მიეცით ოდნავ ბრტყელი ფორმა.
- შეწვით ტაფაზე ან ღუმელში, სანამ ზედაპირი არ დაებრაწება.
- სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი და მიირთვით ტყემალთან ერთად.