პირის ღრუს სავლები, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სტომატოლოგიური დაავადებების დროს!

პირის ღრუს სავლები, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სტომატოლოგიური დაავადებების დროს!
ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებები ახლანდელ დროში არის კარიესი, კბილებზე ქვების დალექვა, პულპიტი, პარადონტიტი და სტომატიტი. გარდა ამისა არსებობენ ფიზიოლოგიური ხასიათის დაავადებები, რომლებიც ვითარდებიან პათოგენური მიკროფლორის მონაწილეობის გარეშე. დიდი მნიშვნელობა აქვს თანმდევ ფაქტორებს - არასასურველ ეკოლოგიურ მდგომარეობას, გენეტიკურ განწყობას კბილებისა და ღრძილების დაავადებათა მიმართ, ძლიერმოქმედი ფარმაკოლოგიური პრეპარატებით ინტენსიურ თერაპია და ა.შ.
ხალხურ რეცეპტს, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ მრავალი სტომატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება

ინგრედიენტები:
  • დინდგელის ფხვნილი ( პროპოლისი ) - 1 ჩ/კ
  • კრაზანას დაქუცმაცებული ფოთლები - 2 ს/კ
  • არაყი ან გაზავებული სამედ. სპირტი - 130 გრ

მომზადების და გამოყენების წესი:
დინდგელი ჩავყაროთ შუშის ბოთლში, დავასხათ არაყი ან სპირტი, მჭიდროდ დავახუროთ თავი და ვანჯღრიოთ სანამ მთლიანად არ გაიხსნება. დავამატოთ კრაზანას ფოთლები. ისევ შევანჯღრიოთ და დავტოვოთ ერთი კვირით ბნელ, გრილ ადგილას. მზა ნაერთი გავწუროთ სქელ დოლბანდში. მიღებული საშუალება გავაზავოთ წყლით 0,5 ჩ/კ 1 ჭიქა წყალზე და გამოვიყენოთ პირის ღრუს გამოსავლებად სხვადასხვა სტომატოლოგიური დაავადებების დროს.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი