როგორ ეჭვიანობენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები

როგორ ეჭვიანობენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
ამბობენ, რომ ეჭვიანობა თავდაუჯერებელ ადამიანებს ახასიათებთ. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, რადგან თითოეულ ადამიანს თავისი ახსნა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვიანობას ვერსად გავექცევით, უნდა ვისწავლოთ ისე მოქცევა, რომ ეს ურთიერთობის დასასრული არ გახდეს.
მაშ ასე, გავიგოთ, თუ როგორ ეჭვიანობენ ესა თუ ის ნიშნები.

ვერძი

ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი ნიშანი ეჭვიანობისას. ეს გრძნობა თვალებს უბინდავს ვერძებს და აგრესიულად იწყებს მოქცევას.

კურო

თუ კურო რაიმეს იეჭვებს, უმალვე იწყებს გამოძიებას. სანამ ეს ეჭვები არ გამართლდება, ურთიერთობას არ გააფუჭებს.

ტყუპები

ტყუპები მუდამ ატყობინებენ პარტნიორს, როცა ეჭვიანობას იწყებენ. შემდეგ უკვე მასზეა ყველაფერი დამოკიდებული, თუ პარტნიორი მეტისმეტ ეჭვიანობაში დაადანაშაულებს, ამას დიდი კამათი მოჰყვება.

კირჩხიბი

კირჩხიბები ძალიან გულუბრყვილოები არიან, ამიტომ ბოლო წუთამდე ვერ ამჩნევენ ღალატს. მერე კი უბრალოდ მიატოვებს პარტნიორს, ყოველგვარი საქმის გარჩევის გარეშე.

ლომი

ლომს თავისუფლება უყვარს, მაგრამ პარტნიორს ამის ნებას არ აძლევს. ოდნავი გადახრა და ეჭვიანობის სცენას უწყობს.

ქალწული

ძალიან ეჭვიანია, მაგრამ ამას არასოდეს იმჩნევს. ხანგრძლივად აანალიზებს სიტუაციას და თუ ეჭვიანობაში გამოიჭირეთ, აუცილებლად უნდა დაელაპარაკოთ.

სასწორი


სასწორიც ჩუმად ეჭვიანობს, მაგრამ საჭიროებს თავისი ეჭვების სასწრაფოდ უარყოფას.

მორიელი

ყველაზე ეჭვიანი ნიშანია. ამ დროს ყველაფერს ანადგურებს ირგვლივ და უმჯობესია ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანოთ და ეჭვიანობის საბაბი არ მისცეთ.

მშვილდოსანი

არასოდეს აღიარებს, რომ ეჭვიანობს. და თუკი ასე მოხდა, ურთიერთობა დასრულდება. საქმე სიამაყეშია.

თხის რქა

ხშირად ეჭვიანობს, მაგრამ მსუბუქად, ამიტომ არც კი ღირს პარტნიორს გაუზიაროთ.

მერწყული

იშვიათად ეჭვიანობს, მაგრამ ყოველთვის ეპოტინება ”თავისას”, ამიტომ, თუ ეჭვიანობის საბაბი გაჩნდა, დამპყრობლის ინსტინქტს ჩართავს.

თევზები

დიდად ეჭვიანი არ არის, მაგრამ პარტნიორისგან პატივისცემას და ერთგულებას მოითხოვს. თუ უყურადღებობა იგრძნო, მის შემცვლელს პოულობს მალევე.