ყველაზე ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშნები

ყველაზე ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშნები
რომელ პარტნიორს შეუძლია თქვენი წყობილებიდან გამოყვანა? და რომელს ”მიახრჩობდით” თავად თქვენ? გაიგეთ, თუ ვინ არის ყველაზე ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი
ვერძები, ფაქტობრივად, ერთი ნაპერწკლით ინთებიან - სრულიად უმნიშვნელო ეჭვიანობის სცენა გრანდიოზულ სკანდალად იქცევა, რომლის შედეგებზე მერე დიდ ხანს ნანობენ. ხშირად, ყოვლისშთანთქმელი ეჭვიანობა მათ ღალატისკენ უბიძგებს, მაშინაც კი, როდესაც პარტნიორი უდანაშაულოა.

კურო
ვინაიდან კუროები მიწაზე მყარად დგანან და ძალიან რაციონალურები არიან, ეჭვიანობაც ძირითადად არ ახასიათებთ. და თუკი რაიმემ დააეჭვათ, ამის საფუძველი ნამდვილად იქნება. ჯიუტ კუროებს საჯაროდ გრძნობების გამოტანა არ უყვართ, ამიტომ, თუ პარტნიორი მართლაც დამნაშავეა, უხმოდ გაწყვეტენ მასთან ურთიერთობას, ზედმეტი ხმაურისა და სკანდალების გარეშე.

ტყუპები
ურთიერთობის დაწყებამდე ტყუპები გულწრფელად აფრთხილებენ პარტნიორს, რომ ეჭვიანები არიან. დარწმუნებული არიან, რომ ერთი ადამიანის ერთგულება დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ, ერთის მხრივ, ეჭვიანობენ, მაგრამ საკუთარ თავს განზე გახედვის უფლებას არ აკლებენ. და თუ ღალატი გამოავლინეს, აუცილებლად საპასუხოდ იგივეს მოიმოქმედებენ.

კირჩხიბი
კირჩხიბები ამ გრძნობას იშვიათად განიცდიან. როდესაც პარტნიორს ირჩევენ, სრულიად ეშვებიან სიყვარულში და მისგანაც საპასუხოს ელიან. ყველაფერს აკეთებენ, რომ ურთიერთობა ჰარმონიული და ბედნიერი იყოს. მათში სხვა უკიდურესობა შეიმჩნევა - მახრჩობელა შეჩვევა ადამიანზე. და თუკი იეჭვიანებენ, ამას სადღაც ღრმად გადამალავენ იქამდე, სანამ ღია შეტევაზე არ გადავლენ. ის საკმაოდ აგრესიულად გამოხატავს სიბრაზეს. თუ კირჩხიბს უღალატეთ, ამას არასოდეს გაპატიებთ.

ლომი
ღმერთმა არ ქნას, ოდნავ მოადუნოთ ყურადღება. ლომზე მუდმივად უნდა იფიქროთ, აღფრთოვანდეთ და შეაქოთ ყველგან და ყოველთვის და სიყვარულის დემონსტრირება უნდა მოახდინოთ. ”მეფეები” არც თუ ისე ეჭვიანები არიან, ამ დამამცირებელი გრძნობისთვის ისინი ზედმეტად თავდაჯერებული და დამოუკიდებლები არიან. ამავდროულად, საშინლად მესაკუთრე ლომების ”განძს” თუ ვინმემ თვალი დაადგა, შავ დღეს დააყრის და თავბედს აწყევლინებს.

ქალწული
მშვიდ და გაწონასწორებულ ქალწულებს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეჭვიანობა ახასიათებთ. თუ ის რამეზე ეჭვობს, არ გამოავლენს იმ მომენტამდე უკმაყოფილებას, სანამ კარგად არ გამოიძიებს სიტუაციას. ერთხელ მოტყუებული ქალწული უკვე არასოდეს არ გენდობათ.

სასწორი
სასწორს ცხოვრებაში ორი რამ სურს: რომ უყვარდეთ და კონფლიქტებს ერიდონ. მათი შინაგანი დაუცველობა ხშირად ეჭვიანობის მიზეზი ხდება. ყველაფერს აკეთებენ კონფრონტაციის ასარიდებლად, ამიტომ მოგეჩვენებათ, რომ გაბრაზებულები არ არიან. ერთადერთი ხერხი ამის გამოსავლენად, გახლავთ, ჰკითხოთ პირდაპირ. სასწორები ძალიან გამგებიანები არიან, რაც საბოლოო ჯამში უამრავი შეცდომის დაშვებას არიდებთ.

მორიელი
ყველაზე ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშნის წოდების კიდევ ერთი პრეტენდენტი. დღე არ გავა, პარტნიორზე რომ არ იეჭვინონ, ხშირად - წარსულზე. ამიტომ, არც გაბედოთ, მოუყვეთ მას, თუ როგორ გიყვარდათ ერთი ბიჭი მე-4 კლასში. მის პოვნას და განადგურებას ეცდება. და საერთოდ, თუ ღალატის ეჭვი დადასტურდა, ეს უკვე სამყაროს დასასრულის ტოლფასი იქნება.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი იშვიათად ეჭვიანობს, და თუ ეს მოხდა, არაფრით არ აღიარებს. პრობლემა იმაშია, თუ რამეს ეჭვობს, საკუთარ თავს იჭამს შიგნიდან და მიატოვებს პარტნიორს, თუნდაც ის უდანაშაულო იყოს. უმჯობესია, დაელაპარაკოთ და გაუქარწყლოთ ყველა ეჭვი. ამავდროულად, მშვილდოსანი თავისუფლებას ანიჭებს მეორე ნახევარს და საპასუხოდაც იმავეს მოითხოვს.

თხის რქა
ეჭვიანობა თხის რქისთვის პერმანენტული მდგომარეობაა, თუმცა ამაში საკუთარ თავსაც არ უტყდება. საერთოდ, გრძნობების გამოხატვა უჭირთ და პარტნიორს უწევს გამოცნობა, თუ რას ფიქრობს იგი. კარგი ისაა, რომ ეჭვიანობის აფექტი სწრაფად ცხრება. გამარჯვების მოყვარულ თხის რქას ყველაზე მეტად ეშინია, მოტყუებული არ დარჩეს და არ გაიგოს, რომ ის სხვაზე გაცვალეთ.

მერწყული
მერწყული გაგება ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად გახსნილები და კეთილგანწყობილები არიან, მთავარს მაინც მალავენ. ნუ მოახდენთ მის პროვოცირებას ყურადღების მისაქცევად, უწყინარი ფლირტის გამო შეიძლება სამუდამოდ დაკარგოთ. ყველაზე მეტად ფიზიკური ღალატი კი არა, ფსიქოლოგიური ფაქტორი ადარდებთ. პლატონურ ურთიერთობას მერწყული ჭკუიდან გადაჰყავს.

თევზები

ყველაზე ნაკლებად ეჭვიანი ნიშანია. ჰარმონიისკენ ლტოლვა, სხვის მდგომარეობაში შესვლის გულწრფელი სურვილი ურთიერთობებზე აისახება. თევზებს სხვისი ემოციების გამოცნობა ეხერხებათ. თუ ღალატის შესახებ შეიტყვეს, არ იყტყვიან თავიანთ სიყვარულზე უარს და პარტნიორს მეორე შანსს მისცემენ.