5 უზომოდ ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშანი

5 უზომოდ ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშანი
ეჭვიანობა თითოეულ ადამიანში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ზოგი ჩუმად ეჭვიანობს, ტირის ცხარე ცრემლებით და არასოდეს გაუმხელს პარტნიორს ამის შეესახებ, ზოგიც კი ნამდვილ ისტერიკას და სკანდალებს აწყობს და პარტნიორს ბრალს დებს სხვებთან ფლირტში. ასეა თუ ისე, ღალატი დამღუპველი გრძნობაა მისთვის, ვინც ამას განიცდის. გსურთ გაიგოთ, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ახასიათებთ ძლიერი ეჭვიანობა? აი 5 ასეთი!

კურო

კუროები ურთიერთობებს საკუთარ თავს სრულად უძღვნიან. ამიტომ, როცა საქმე ისე არ მიდის, როგორც მათ სურთ, ეს კუროებს ანგრევს. თუ ისინი ეჭვიანობას იწყებენ, პარტნიორი ნდობას მთლიანად კარგავს. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანი ეჭვიანობისგან ირგვლივ კი არ ანგრევს ყველაფერს, არამედ, შინაგანად იფშვნება და იტანჯება.

კირჩხიბი


როდესაც კირჩხიბები ეჭვიანობას იწყებენ, იჩენენ დიდ სიფრთხილეს და აკვირდებიან მოვლენებს. სანად კირჩხიბი არ დარწმუნდება, რომ პარტნიორი ნამდვილად სანდო და ერთგულია, ამ სიფრთხილეს არ მოიშორებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდი ხანი სჭირდებათ გულის გადასაშლელად, ამიტომ, მოთმინებით დაელოდეთ და ნუ მისცემთ ეჭვიანობის საბაბს.

ლომი

ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ ლომებს სწამთ, რომ ვერავინ იზრუნებს მათზე ისე, როგორც თავად. ვინაიდა, ლომები ძალიან დრამატულები არიან, ეჭვიანობის საბაბმა შეიძლება დიდი სკანდალი გამოიწვიოს. არ დამალავენ არც ეჭვიანობას და არც ტანჯვას. თუნდაც ყველაფერი ნორმალურად იყოს, ლომი განაგრძობს პუბლიკაზე თამაშს.

მორიელი


თუ მორიელმა გადაწყვიტა, რომ პარტნიორის ნდობა არ შეიძლება, ამ აზრს ვერაფრით შეაცვლევინებ. მორიელებს ძალიან უჭირთ პატიება, და თუკი ეჭვიანობის საბაბი იპოვეს, პარტნიორს არ გაუმართლებს! ვნება უამრავ ფორმას იღებს, როცა საუბარი ზოდიაქოს ამ ნიშანის წარმომადგენელზეა.

თხის რქა

თუ თხის რქა ეჭვიანობს, უმალვე მიიჩნევს, რომ ურთიერთობას დასასრული ელის. ასე ხდება მაშინაც, როცა საბაბი გაუმართლებელია. თხის რქებს მდიდარი ფანტაზიის უნარი აქვთ, ამიტომ, უმჯობესია, გულწრფელად დაელაპარაკოთ, რათა მას თავში არარსებული რამეები არ მოუვიდეს.