ფეხშიშველა სიარული ჯანმრთელობის საწინდარია... განსაკუთრებით ბრტყელტერფიანებისათვის!
თავი ბუნებასთან ახლოს რომ იგრძნოთ, ეცადეთ რაც შეიძლება ხშირად იაროთ ფეხშიშველმა. ეს არა მარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლოცაა. როცა ადამიანი ფეხსაცმელს იხდის და მიწაზე ფეხშიშველა დგება, მას სიმსუბუქის შეგრძნება იმავე წამს ეუფლება, ვინაიდან ორგანიზმში დაგროვილი უარყოფითი მუხტი მიწას გადაეცემა. დადგენილია, რომ ტერფზე განლაგებულია ის ზონები, რომლებიც პრაქტიკულად ყველა ორგანოს და თავის ტვინის ქერქის პროექციას იმეორებს. ამიტომაც მასაჟის ეფექტი აქვს ფეხშიშველა სიარულს. მიწა, ბალახი, წვრილი კენჭები, ნაფოტები ამ ზონებს მექანიკურად აღაგზნებს და ორგანოების საპასუხო რეაქციას იწვევს.
მაშ ასე, გაზაფხულდა! გაიძვრეთ ფეხსაცმელები და ფეხშიშველა იარეთ, ირბინეთ, ისეირნეთ ნამიან მინდორზე, ტყეში, ზღვის კენჭებზე და შედეგიც არ დააყოვნებს.
მშობლებს კი ვურჩევთ, შვილები პატარაობიდანვე შეაჩვიონ ფეხშიშველა სიარულს, სირბილს, თამაშს!, რაც ჯანმრთელობის საწინდარია.
- ბრტყელტერფიანობის დროს სასარგებლოა ფეხშიშველა სიარული, შეიძლება ტერფის კონფიგურაციაც გამოსწორდეს. ფეხშიშველა სიარული სასარგებლოა ხერხემლისთვისაც.
- ზაფხულში ფეხშიშველა სიარული უბრალოდ წესად უნდა აქციოთ. გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობას გაიკაჟებთ, გუნება - განწყობა გამოგიკეთდებათ და ამასთანავე სიარულის მანერასაც დაიხვეწავთ.