გამშრალი მიხაკის სარგებლიანობა
ალბათ ყოველ ჩვენგანს სამზარეულოში გადანახული აქვს გამხმარი მიხაკით სავსე ქილა. ყველაზე ხშირად ამ სანელებელს იყენებენ ზამთარში, როდესაც ცივი სეზონი მოდის და ჩნდება ჭიქა ცხელი გლინტვეინით გათბობის სურვილი.
მიხაკი გამოიყენება მედიცინაში, სანელებელი წარმატებით გამოიყენება მრავალი დაავადების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.
მიხაკი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს. მოდით შევხედოთ მის კომპონენტებს:
გამხმარი მიხაკის სასარგებლო თვისებები:
როგორ მოვიხმაროთ მიხაკი:
არ იყიდოთ ძალიან მშრალი მიხაკი, რადგან, სავარაუდოდ, მასში არ არის სასარგებლო ეთერზეთები. თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ შეამოწმოთ მისი ხარისხი სავსე ჭიქა წყალში სანელებლის ჩაშვების გზით. ნამდვილი მიხაკი იცურავებს ვერტიკალურად (ფეხით ქვემოთ) ან უბრალოდ დაეშვება ფსკერზე. თუ ლი მიხაკი ჰორიზონტალურად ცურავს, ეს ნიშნავს, რომ მასში სასარგებლო ეთერზეთები უკვე აღარ არის.
ზოგჯერ მკურნალობის ხალხური მეთოდები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ძვირადღირებული პრეპარატები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეამოწმებთ ამ სასარგებლო სანელებლის მოქმედებას პრაქტიკაში და შედეგით გაიხარებთ. გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს და დაამატეთ იგი საკუთარ სანიშნეებში, რომ თქვენ არ დაკარგოთ ის!

- B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B3, B4, B6 და B9), ვიტამინი C, ვიტამინი E, ვიტამინი K
- მინერალები: კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, მარგანეცი, სპილენძი, სელენი, თუთია
- ომეგა -3 და ომეგა -6 გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები
- ეთერზეთები, რომლებიც შეიცავენ ევგენოლს, კარიოფილენსა და ილანგენს
გამხმარი მიხაკის სასარგებლო თვისებები:
- ებრძვის ტკივილგამომწვევ მიკროორგანიზმებს
სანელებელი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში ოქროსა და თეთრი სტაფილოკოკის, დიფტერიული ჩხირის, ციმბირული წყლულის და თუნდაც ტუბერკულოზის ჩხირის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიხაკი რეკომენდებულია გრიპის პრევენციისთვის. - ანტიჰელმენტური საშუალება
შინაურ ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მიხაკი არის ასკარიდოზის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება. ჩინურ მედიცინაში დიდი ხანია რეკომენდირებულია ამ სანელებლის გამოყენება პარაზიტებთან ბრძოლაში. - ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენების გამომუშავებას
სანელებლის ეს თვისება ძალიან სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გასტრიტი დაბალი მჟავიანობით, მიხაკი ხელს უწყობს მადას. მაგრამ იგი კატეგორიულად მიუღებელია იმათთვის, ვისაც აწუხებთ მომეტებული მჟავიანობა და კუჭის წყლულები. - აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას
მიხაკი გამოიყენება სწორი ნაწლავის, ღვიძლის, მეტეორიზმის და მსხვილი ნაწლავის ანთების დაავადებების სამკურნალოდ. - ინარჩუნებს პირის ღრუს ჯანმრთელობას
მიხაკი ცნობილია თავისი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით, მას შეუძლია მოხსნას კბილის ტკივილი. იგი ასევე უზრუნველყოფს პირის ღრუს ჯანმრთელობას: ეხმარება გაუმკლავდეს ღრძილების ანთებას (გინგივიტს) და წყლულებს (სტომატიტს). ეს არის ასევე საღეჭი რეზინის შესანიშნავი ალტერნატივა, სანელებელი შესანიშნავად აგრილებს სუნთქვას. - უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ტონუსს
სანელებელს აქვს დამაწყნარებელი თვისება. ტყუილად ხომ არ ამზადებენ მიხაკის გამონაწურიდან დამაწყნარებელ წამლებს. - ის არ აძლევს კიბოს პროგრესირების საშუალებას.
მიხაკი, მასში არსებული ებგენოლის წყალობით, ანელებს კიბოს უჯრედების განვითარების პროცესს - ახდენს ტონიზირებასა და სპაზმების მოხსნას
საინტერესოა, რომ სანელებლის დოზირებაზეა დამოკიდებული ორგანიზმზე ზეგავლენის ხარისხი. ერთის მხრივ, იგი ხსნის კუჭ-ნაწლავის სპაზმებს, ხოლო მეორეს მხრივ -იწვევს საშვილოსნოს კუნთების ტონიზირებას. მიხაკს ასევე შეუძლია გაზარდოს წნევა.
როგორ მოვიხმაროთ მიხაკი:
- გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას ბევრისთვის საყვარელი გლინტვეინი. მაგრამ მისი მოხარშვა უნდა მოხდეს სპეციალური რეცეპტის მიხედვით. მიხაკისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად იგი უნდა დავაყენოთ რამდენიმე კვირის განმავლობაში. აიღეთ ნახევარი ლიტრი წითელი ღვინო (მნიშვნელოვანია, რომ ღვინო იყოს ნამდვილი, და არა ფხვნილისგან დამზადებული) და ბოთლში მოათავსეთ მიხაკის 5 კოკორი, თუ გნებავთ, შეგიძლიათ დარიჩინის დამატება. ბოთლი დახურეთ და მოათავსეთ ბნელ ადგილას 3 კვირის განმავლობაში. ასეთი ნაყენი უნდა მიიღოთ 1-დან 3-ჯერ დღეში - 1 სუფრის კოვზი ნაყენი ჩაისთან ერთად.
- თუ თქვენ იტანჯებით პირის ღრუს პრობლემებისგან, უნდა ღეჭოთ სანელებლის კვირტები
- საჭმლის მონელების სტიმულირებისათვის დაღეჭეთ მიხაკის 1-2 კვირტი საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მიხაკი მიუღებელია მაღალი მჟავიანობით და კუჭის წყლულებით დაავადებული ადამიანებისათვის.
- ჩირქგროვასა და ძირმაგარას მოსაცილებლად დაზიანებულ ადგილას დაადეთ მიხაკის კონცენტრირებული ეთერზეთების 1 წვეთი. პრობლემური კანისთვის ძალიან ეფექტურია აბაზანები მიხაკის ზეთით.