საშუალებები, რომლებიც ბუასილისგან სრულიად განკურნებაში დაგეხმარებათ!
ბუასილი - სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის კავერნოზული ვენების გაგანიერებაა. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ვენური კვანძებიდან სისხლის დენას, ანთებით პროცესს და ჩაჭედვას სწორ ნაწლავში. ბუასილის განვითარებას ხელს უწყობს შეკრულობა, ცხოვრების მჯდომარე წესი.
- ბუასილის დროს, ძლიერი შეკრულობისა და სისხლდენის შემთხვევაში, გამოიყენება კომბოსტოს მწნილის წვენი. მწნილის წვენს სვამენ თბილს, თითო ჭიქას ერთ მიღებაზე.
- ამერიკელი მეცნიერი ნორმან უოკერი თავის წიგნში "მკურნალობა ბოსტენულის წვენებით" წერს: "ერთ ცნობილ ვექილს აშკარად გამოკვეთილი ბუასილი ჰქონდა. მას ურჩიეს ყოველდღე ესვა სტაფილოს, ისპანახის, თალგამის წვენების ნარევი და მხოლოდ ნედლი ბოსტნეულის სალათები ეჭამა. ერთ თვეზე ნაკლებ დროში, გულდასმით გასინჯვის შემდეგ, ადვოკატმა აღფრთოვანებით განაცხადა, რომ მას ბუასილი სავსებით გაუქრა". რასაკვირველია, ეს ერთეული შემთხვევაა არაა, აღნიშნავს ავტორი. ზემოთ აღნიშნულ მცენარეთა წვენების ნარევმა ამ სნეულებით შეპყრობილ მრავალ ადამიანს უშველა. ვინც კი მკაცრად შეასრულა ის, რაც ურჩიეს. ერთი თვის განმავლობაში ბუნებრივი საკვებით და წვენებით ისაზრდოვა. "სცადეთ თქვენც! ვისაც ბუასილი ძალიან გაწუხებთ, შეიძლება აიცდინოთ ქირურგიული ჩარევა მითუმეტეს, რომ იგი ზოგჯერ სასურველ შედეგს არ იძლევა" - დასძენს მკვლევარი.
- აბუსალათინის ( საფაღარათო ) ზეთში დასველებული საფენის ბუასილის კვანძების არეში დადება არბილებს ლორწოვანს და ხელს უწყობს დაავადების განკურნებას.
- ბუასილის დროს, როცა კუჭის მოქმედებას თან ახლავს აუტანელი ტკივილები და სისხლდენა, ურჩევენ 200 გრ გადადუღებული ზეთის ოყნის გაკეთებას. ავადმყოფს კუჭის მოქმედების დროს ტკივილები აღარ ექნება. იგი საკმაო შვებას იგრძნობს.
- ბუასილის დროს გვირილას იყენებენ გარეგან საშუალებად. აიღეთ სამი სუფის კოვზი გვირილას ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი თავდახურულ ემალის ქვაბში, გაწურეთ და ხსნარში ამოვლებული საფენები დაიდეთ ბუასილის კვანძების არეში.