უეფექტურესი საშუალება კბილებისა და ორგანიზმის ყველა ძვლოვანი ქსოვილის გასამაგრებლად!

უეფექტურესი საშუალება კბილებისა და  ორგანიზმის  ყველა  ძვლოვანი ქსოვილის გასამაგრებლად!
ბოსტნეულის არცერთი სახეობა არ შეიცავს კალციუმის ისეთ დიდ პროცენტს, როგორც თალგამის ფოთლები. კალციუმი აქ ორმოცდაათ პროცენტზე მეტით აღემატება ყველა დანარჩენ მინერალსა და მარილს ერთად. ამიტომ ეს წვენი შესანიშნავი საკვებია ძვლებისა და კბილების დარბილებით დაავადებული ბავშვებსა და სრულასაკოვნებთათვის. თალგამის ფოთლების წვენის სტაფილოსა და ბაბუაწვერას წვენებთან შერევით მივიღებთ ერთ - ერთ უეფექტურეს საშუალებას კბილებისა და ორგანიზმის ყველა ძვლოვანი ქსოვილის გასამაგრებლად. ბაბუაწვერაში მაგნიუმის შემცველობის ძალინ მაღალი პროცენტი, თალგამის ფოთლებში შემავალ კალციუმთან და სტაფილოს წვენში შემავალ ელემენტებთან შეხამებით, ძვლებს ამყარებს და ამაგრებს.

ჩვენ არ ვიცით ერთი შემთხვევაც კი, რომ ბუასილი აწუხებდეს იმათ, ვინც მთელი თავის სიცოცხლის მანძილზე არაორგანული პროდუქტებით კვებას გაურბის. მეორე მხრივ, ვხედავთ ამ სნეულების აურაცხელ მსხვერპლს, რომლებიც ცდილობენ ეს ბუნებრივი დაავადება მოირჩინონ ინექციის, ელექტრული კოაგულაციის და ქირურგიული ჩარევის მეშვეობით, რაც სასურველ შედეგებს არ იძლევა, რადგანაც ცდილობს არა სნეულების მიზეზის არამედ მისი შედეგის თავიდან აცილებას.

  • ერთ ცნობილ ვექილს აშკარად გამოკვეთილი ბუასილი ჰქონდა და ამ ბატონს ურჩიეს ყოველდღე ესვა თითო ლიტრი სტაფილოს, ისპანახის, თალგამისა და წყლის წიწმატის წვენების ნარევი და მხოლოდ ნედლი ბოსტნეული და ხილი ეჭამა.
    ერთ თვეზე ნაკლებ დროში , გულდასმითი საექიმო გასინჯვის შემდეგ, ადვოკატმა აღფრთოვანებით განაცხადა, რომ მას ბუასილი სავსებით გაუქრა.
    რასაკვირველია, ეს ერთეული შემთხვევა არაა. ზემოთ დასახელებულ წვენთა ნარევებმა უშველა ამ სნეულებით შეპყრობილ მრავალ ადამიანს. ყველას, ვინც მკაცრად შეასრულა ის, რაც ურჩიეს - ბუნებრივი საკვებით ისაზრდოვა და ბუნებრივ ცხოვრებით იცხოვრა.

სტატიის ავტორი: ნორმან უოკერი
სტატიის წყარო:მკურნლობა ბოსტნეულის წვენებით