10 ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ ლარნაკში ყვავილები ბევრად დიდხანს აცოცხლოთ.

10 ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ ლარნაკში ყვავილები  ბევრად დიდხანს აცოცხლოთ.
ექსტრავაგანტული ვარდები, პუტკუნა პიონები, ნაზი შროშანა, ტიტები, იასამანი.... აღფრთოვანებისგან გული შეგეკუმშება ადამიანს, როდესაც ძალიან ლამაზ თაიგულებს გჩუქნიან. რა მნიშვნელოვანია ასეთი სილამაზე უცვლელად და რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ ლარნაკებში.

FPAPARAZZI-ს რედაქცია გიზიარებთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებიან ულამაზესი თაიგულები რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ უცვლელად. ეს თემა მარტის დღესასწაულების წინ ძალიან საჭირო, აქტუალურია.

როგორ შევუნარჩუნოთ თაიგულებს სიცოცხლე ლარნაკში.
  1. თვალყური ადევნეთ იმ ჭურჭლის სისუფთავეს რომელშიც თაიგულს განათავსებთ, რადგან ბაქტერიები ყვავილების განადგურებას მალევე მოახერხებენ. კომპოზიციისთვის რომელიც 5 ელემეტნზე მეტისგან შედგება, ამოირჩიეთ ლარნაკი განიერი ყელით, ყვავილის ღეროები რომ არ დაიჭყლიტოს.


  2. წყლის ტემპერატურას ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. არსებობს ხრიკი რომელიც "გაკაჟების" სახელითაა ცნობილი. მოათავსეთ ყვავილები თითქმის ცხელი წყლით (43–44 °C) სავსე ლარნაკში, თავად ჭურჭელი კი რამოდენიმე საათით გრილ ადგილას დადეთ. ცხელი წყლის მოლეკულები სწრაფად შეაღწევენ ღეროებში, მაგრამ ჰაერის გრილი ტემპერატურის წყალობით ყვავილები ნაკლებ ნესტს დაკარგავენ — ამით მოჭრილი მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება.


  3. გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ მოყვანილი ხრიკები არ მოქმედებს ბოლქვებიან ყვავილებზე: ისინი უმჯობესია მოათავსოთ ცივ წყალში (ოღონდ არა ყინულიანში )



  4. სანამ თაიგულს ლარნაკში მოათავსებდეთ, აუცილებლად შეაცალეთ ქვედა ფოთლები. ფოთლები, რომლებიც წყალში დარჩებიან მალე დალპებიან და მოახდენენ პათოგენური ბაქტერიების გავრცელების პროვოცირებას.


  5. იმისათვის, რომ თაიგულმა დიდხანს გაგიხაროთ თვალი,საჭიროა ლარნაკში წყალი ყოველდღიურად გამოცვალოთ. ყოველ ჯერზე გულდასმით გამორეცხეთ ჭურჭელი. ეს შეაფერხებს ბაქტერიების გავრცელების პროცეს.


  6. იმისათვის, რომ ყვავილის ღეროებმა უკეთესად შეიწოვონ სითხე, ბოლოები ბასრი დანით 45°-ინი კუთხით გადაუჭერით. ვარდების შემთხვევაში ამ მანიპულაციის ჩატარება უმჯობესია წყალქვეშ.


  7. ჩაამატეთ წყალში კონერვანტი. ყველაზე უნივერსალურია - არაყი. 1 სუფრის კოვზი, სტანდარტული ლარნაკისთვის და ის თქვენს ყვავილებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. ლიმონის წვენი და მათეთრებლის რამოდენიმე წვეთიც ასევე კარგად შეასრულებენ კონსერვანტის როლს. ხოლო ასპირინი, შაქარი ან აქტივირებული ნახშირი გავრცელებული ხმების მიუხედავად უსარგებლოა.


  8. მოარიდეთ თაიქული მზის პირდაპირ სხივებს და სითბოს სხვა წყაროებს. ასევე უმჯობესია თუ ხილით სავსე ვაზას მოარიდებთ: ხილი გამოყოფენ განსაკუთრებულ აირს(ეთილენს), რომელიც ფოთლების ცვენას დააჩქარებს.


  9. წყლის ყოველდღიური ცვლის პროცესში აუცილებლად შეამოწმეთ თაიგული დამჭკნარი ყვავილების ან დაზიანებული ღეროების არსებობაზე. უმჯობესია მოჭრათ და მოაცილოთ ის, ლპობის და ჭკნობის პროცესის გავრცელების შესაფერხებლად.


  10. სწორად შეარჩიეთ ყვავილები სამეზობლოდ, რადგან ყველა ყვავილს არ შეუძლია ერთმანეთის გვერდზე სიცოცხლე. მაგალითად, ნარგიზი და სუმბული ავრცელებენ ნივთიერებას, რომელიც სხვა ყვავილებისთვის მომაკვდინებელია. ასეთი ლამაზმანები ცალ-ცალკე ლარნაკებში უნდა მოათავსოთ.


მოკრეფილ ყვავილებს ასევე შეუძლიათ ახალი სიცოცხლის შექმნა! საჭიროა უბრალოდ სწორად დაჭრათ ღეროები და ფესვები გამოაღებინოთ. ასეთი პროცედურებისთვის განსაკუთრებით კარგია ვარდები, ქრიზანთემები და იასამანი.

დაე უფრო დიდხანს ათბობდეს თქვენს გულს და ახარებდეს თვალს სიყვარულით ნაჩუქარი თაიგულები. გაუზიარეთ ეს სასარგებლო რჩევები თქვენს მეგობრებს. ისინი ამას აუცილებლად დააფასებენ.