ვაშლის ძმრის გამოყენების 10 გზა: ყოველდღიური დამხსმარე სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად

ვაშლის ძმრის გამოყენების 10 გზა: ყოველდღიური დამხსმარე სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად
ბევრმა არ იცის, რომ ვაშლის ძმარი მხოლოდ საკვების დანამატი არ არის, მას ასევე დიასახლისებისათვის დახმარების გაწევაც შეუძლია. ამ სტატიაში ვაშლის ძმრის უცნაურ თვისებებზე შეიტყობთ:

როგორ გამოუკეთოთ კერძს გემო:

თუ ზომაზე მეტად აგიმწარდათ წვნინი, შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩ. კ. ვაშლის ძმარი და სიმწარეც განეიტრალდება.

ხის ზედაპირის გადასაპრიალებლად:

ძველი ავეჯის გასაპრიალებლად, საკმარიასია ვაშლის ძმრის გაოყენება, რომელსაც 1:8 შეფარდებით გააზავებთ წყალში. ბოლოს დაუმატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი.

ცხიმის მოსაშორებლად:

ვაშლის ძმარი სისუფთავის დამცავიცაა. საკმარისია 1:1ზე წყლისა და ძმრის გაზავება, რომ ცხიმები უკვალოდ ქრება.

სარეველა ბალახების მოშორება

ვაშლის ძმარი წესრიგში მოგაყვანინებთ სახლის ყვავილნარს. საკმარიასია 2:1 ძმრის წყალთან გაზავება და კლუმბის მორწყვა, რომ სარეველა ბალახი უკვალოდ გაქრება.

სლოკინისაგან გათავისუფლება:

რაფინირებული შაქრის ნატეხი ჩააგდეთ ძმარში , უცებ მიიღეთ. ჩაღეჭეთ სწრაფად და გადაყლაპეთ.

თაიგულები მალე რომ არ დაჭკნეს:

2 ს.კ. ძმარი 1 ლ წყალზე, შემდეგ დგამთ თაიგულს და ნახავთ, რომ ყვავილები გაცილებით დიდხანს შეგინარჩუნდებათ ლარნაკში.

მინების საწმენდად:

1:1ზე გაზავბული ძმარი და წყალი, დაუჯერებელია მაგრამ შედეგი მოლოდინს აჭარბებს: შუშები იწყებს პრიალს. ასევე სიპრიალე ეძლევა უჟანგავ მეტალს და რკინის ზედაპირებს.

ჩამდგარი სუნის მოსაცილებლად:

მაცივარში ხშირად ფუჭდება პროდუქტი. სპეციფიური სუნის მოსაცილებლად კი ძმრით დასველებული ხელსახოციც დაგეხმარებათ.

ჟანგის მოსაცილებლად:

ჟანგიანი ნივთები შეგიძლიათ ძმარში წამოადუღთ, შემდეგ კი წყალში გაავლოთ.

ნალექი:

ჩაიდანში ნალექის დაგროვება ყველას პრობლემაა. მის ოგვარებაში კი 1:8 ზე ძმრის წყალთან გაზავებითაა საკმარისი. ნაზავი წამოადუღეთ და შემდეგ გაავლლეთ!