აი რომელი ინგრედიენტები უნდა შეურიოთ მიმიკური ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბში. 4 სუპერ რეცეპტი!

აი რომელი ინგრედიენტები უნდა შეურიოთ მიმიკური ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბში. 4 სუპერ რეცეპტი!
ღიმილი ქალის სხეულის ყველაზე მიმზიდველ მოხრად არის მიჩნეული. სამწუხაროდ ყველა ემოცია დროთა განმავლობაში, მიმიკური ნაოჭების სახით ჩვენს სახეზე ჰპოვებს ასახვას. ისინი განსაკუთრებით თვალის გარშემო მიდამოზე ჩნდებიან, რადგან ამ არეში ძალიან ნაზი და თხელი კანია.

FPAPARAZZI-ს რედაქცია მოგიყვებათ თუ რა სახის ნიღბები უნდა გამოიყენოთ თვალების გარშემო არესათვის, მიმიკური ნაოჭების გასაქრობად, საკვებად და დასატენიანებლად.

მიმიკური ნაოჭები თვალების გარშემო
  1. ნიღაბი ზეითუნის ზეთით.
    დაუმატეთ ერთ სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს 3 წვეთი E-ვიტამინი ან 5-6 წვეთი ლიმონის წვენი. წაისვით ნაზავი თვალების გარშემო 10 წუთით, შემდეგ დაასველეთ ხელსახოცი და ჩაიტარეთ მსუბუქი მასაჟი. შემდეგ ეს არე გაიხეხეთ ყინულით (თვალის გარე კუთხიდან შიდა კუთხის მიმართულებით). წაისვით ყოველდღიური კრემი.
    ასეთი ნიღაბი ნებისმიერი ასაკის ქალბატონს გამოადგება. ის შესანიშნავად კვებავს კანს, ასწორებს და ანათლებს მას. ყინული შესანიშნავად ხსნის შეშუპებებს. ზეთი შესანიშნავად მოქმედებს თვალის გარშემო არეზე, განსაკუთრებულად კი ჟოჟობას ზეთი. თქვენ თამამად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მისით ღამის კრემი.



  2. ნიღაბი ოხრახუშით და კარტოფილით
    თავდაპირველად მოამზადეთ ოხრახუშის ნახარში: 1 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ მწვანილს დაასხით 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი. დააყენეთ 15 წუთი და გაფილტრეთ. შეურიეთ 2 სუფრის კოვზი ნახარში, 1 სუფრის კოვზი ნედლად გახეხილი კარტოფილი და 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. გადმოიტანეთ ნაზავი მარლაზე და დაიფინეთ თვალების გარშემო არეზე 15 წუთით. ასეთი ნიღაბი ფანტასტიურად ებრძვის არა მხოლოდ მიმიკურ ნაოჭებს არამედ კანის ასაკობრივ ცვლილებებსაც. ის შესანიშნავი საშუალებაა 35 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის.



  3. ხაჭოსა და სტაფილოს ნიღაბი
    შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო, 1 სუფრის კოვზი ნაღები და 1 სუფრის კოვზი ნედლი სტაფილოს წვენი. წაისვით ნაზავი სახის კანზე ნახევარი საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიხეხეთ თვალების გარშემო არე ყინულით და დაიტენიანეთ პირსახოცით. ასეთი პროცედურა შესანიშნავად კვებავს და ატენიანებს თქვენს კანს, ასევე მოგაშორებთ შეშუპებებს და სილურჯეებს. 30 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის ასეთი ნიღაბის გამოყენება რეკომენდირებულია 7-10 დღეში ერთხელ. 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის 2-3 ჯერ კვირაში.


  4. ნიღაბი არყის ფოთლებით.
    ერთ მუჭა ნედლ არყის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი. დააყენეთ 8 საათის მანძილზე. შემდეგ ჩაალბეთ ნაყენში ბამბის დისკი და დაიფინეთ თვალებზე 15 წუთით. ასეთი ნიღაბი შესანიშნავად დაატენიანებს თქვენს კანს და მას უფრო ჯანმრთელს, მკვრივს გახდის. მას ასევე ახასიათებს შესანიშნავი მატონიზირებელი თვისებებიც, ამიტომ ის შესანიშნავი საშუალება იქნება დილის პროცედურებისთვის. მისი გამოყენება შეგიძლიათ 20 წლის ასაკიდან მიმიკური ნაოჭების პროფილაქტიკისთვის და ასევე უფროს ასაკშიც კანის კარგ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად.

თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ, ჩვენს მიერ შემოთავაზებული ნიღებების კომბინაცია ან ერთ-ერთი მათგანი. ჩაიტარეთ კანის მოვლის პროცედურები რეგულარულად და უახლოეს მომავალში თქვენ შეამჩნევთ სასიკეთო ცვილებებს.

გაუცრუვეთ იმედები ასაკს და მოიყვანეთ თვალების გარშემო კანი იდეალურ მდგომარეობაში! ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს რეცეპტები თქვენ მეგობრებსაც!